あのときの王子くん / პატარა უფლისწული — w językach japońskim i gruzińskim. Strona 8

Japońsko-gruzińska dwujęzyczna książka

アントワーヌ・ド・サン=テグジュペリ

あのときの王子くん

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი

პატარა უფლისწული

でも、きいたことにはこたえず、その子はこういっただけだった。

მაგრამ პასუხი არ გამცა.

「水は、心にもいいんだよ……」

— წყალი გულსაც რგებს… — თქვა უბრალოდ.

ぼくは、どういうことかわからなかったけど、なにもいわなかった……きかないほうがいいんだと、よくわかっていた。

მე ვერ გავუგე, მაგრამ აღარაფერი ვკითხე… კარგად ვიცოდი, რომ კითხვაზე პასუხს ადვილად არ გამცემდა.

その子はへとへとだった。すわりこむ。ぼくもその子のそばにすわりこむ。しーんとしたあと、その子はこうもいった。

იგი დაიღალა და სილაზე დაეშვა. მე გვერდით მივუჯექი. კარგა ხანს ვდუმდით. მერე კი თქვა:

「星がきれいなのは、見えない花があるから……」

— ლამაზია ვარკვლავები, მეტადრე იმიტომ, რომ იქ, სადღაც, ერთი ყვავილი ხარობს, რომელიც აქედან არა ჩანს…

ぼくは〈そうだね〉とへんじをして、月のもと、だんまり、すなのでこぼこをながめる。

— მართალი ხარ, — მივუგე მე და თვალი მოვავლე მთვარის შუქით განათებულ დატალღულ ქვიშას.

「さばくは、うつくしい。」と、その子はことばをつづけた……

— უდაბნოც ლამაზია, — დასძინა მან.

まさに、そのとおりだった。ぼくはいつでも、さばくがこいしかった。なにも見えない。なにもきこえない。それでも、なにかが、しんとするなかにも、かがやいている……

მართლაც ლამაზი სანახავი იყო უდაბნო. მე ყოველთვის მომწონდა იგი. ზიხარ სილის ბორცვზე, ირგვლივ არაფერი ჩანს. არაფერი ისმის. და მდუმარებაში მაინც ანათებს რაღაც…

王子くんはいった。「さばくがうつくしいのは、どこかに井戸をかくしてるから……」

— იცი, რატომაა უდაბნო ასეთი ლამაზი? — თქვა პატარა უფლისწულმა, — იმიტომ, რომ სადღაც, მის წიაღში, წყარო იმალება…

ぼくは、どきっとした。ふいに、なぜ、すながかがやいてるのか、そのなぞがとけたんだ。ぼくが、ちいさなおとこの子だったころ、古いやしきにすんでいた。そのやしきのいいつたえでは、たからものがどこかにかくされているらしい。もちろん、だれひとりとして、それを見つけてないし、きっと、さがすひとさえいなかった。でも、そのいいつたえのおかげで、その家まるごと、まほうにかかったんだ。その家に、かくされたひみつがある。どこか、おくそこに……

მე გავვოცდი. მხოლოდ ახლა მივხვდი, რას მოასწავებდა ეს იდუმალი ელვარება, უდაბნოს სილა რომ გამოსცემს ხოლმე. ოდესღაც, პატარა რომ ვიყავი, ერთ ძველისძველ სახლში ვცხოვრობდი. ხალხში ხმა დადიოდა, ამ სახლში განძია დაფლულიო. ეს განძი, რა თქმა უნდა, არავის უპოვია, და ალბათ არც არავის უძებნია, მაგრამ სახლი გრძნეულებით იყო მოცული. თითქოს გულში რაღაც საიდუმლო აქვს ჩამარხულიო…

「そうか。」と、ぼくは王子くんにいった。「あの家とか、あの星とか、あのさばくが気になるのは、そう、なにかをうつくしくするものは、目に見えないんだ!」

— მართალი ხარ, — მივუგე მე პატარა უფლისწულს. — სახლი იქნება, ვარსკვლავი თუ უდაბნო, ლამაზი მათში ის არის, რაც არა ჩანს.

「うれしいよ。」と、その子はいった。「きみも、ぼくのキツネとおなじこといってる。」

— მიხარია, რომ ჩემს მელიას ეთანხმები, — მითხრა პატარა უფლისწულმა.

王子くんがねつくと、ぼくはすぐさま、その子をだっこして、またあるきはじめた。ぼくは、むねがいっぱいだった。なんだか、こわれやすいたからものを、はこんでるみたいだ。きっと、これだけこわれやすいものは、ちきゅうのどこにもない、とさえかんじる。

მერე კი ჩაეძინა. მე ხელში ავიყვანე იგი და გზა განვაგრძე. აღელვებული დავყურებდი მას. ასე მეგონა, თითქოს უძვირფასესი განძი მეჭირა ხელში და მასზე სათუთი არაფერი იყო ქვეყნად.

ぼくは、月あかりのもと、じっと見た。その子の青白いおでこ、つむった目、風にゆれるふさふさのかみの毛。ぼくはこうおもう。ここで見ているのは、ただの〈から〉。いちばんだいじなものは、目に見えない……

დავცქეროდი მთვარის შუქით განათებულ ფერმკრთალ შუბლს, მინაბულ თვალებს და ოქროსფერ კულულებს, რომლებსაც ქარი ელამუნებოდა, და ჩემს თავს ვეუბნებოდი: რასაც ახლა ხედავ, ნაჭუჭია მხოლოდ, ყველაზე მთავარს თვალი ვერ ხედავს-მეთქი.

ちょっとくちびるがあいて、その子がほほえみそうになった。そのとき、ぼくはつづけて、こうかんがえていた。『ねむってる王子くんに、こんなにもぐっとくるのは、この子が花にまっすぐだから。花のすがたが、この子のなかで、ねむってても、ランプのほのおみたく、きらきらしてるから……』そのとき、これこそ、もっともっとこわれやすいものなんだ、って気がついた。この火を、しっかりまもらなくちゃいけない。風がびゅんとふけば、それだけできえてしまう……

უფლისწულს ოდნავ გაპობილ ბაგეზე წყნარი ღიმილი გადაეფინა. „ის რაც უფრო დიდ აღტაცებას მგვრის, — გავიფიქრე მე, არის მისი ერთგულება ყვავილისადმი, ვარდზე ოცნება, რომელიც ჩირაღდანივით ანთია მის სულში მაშინაც კი, როცა მას სძინავს…“ და ჩემთვის აშკარა გახდა, რომ იგი უფრო სათუთი იყო, ვიდრე მეგონა, მივხვდი, რომ ჩირაღდანს უნდა გაუფრთხილდე, თორემ ქარის ერთ შემოქროლვას შეუძლია ჩააქროს იგი…

そうして、そんなふうにあるくうち、ぼくは井戸を見つけた。夜あけのことだった。

ასე ვიარე, ვიდრე განთიადისას ჭას არ წავაწყდი.

25

თავი XXV

王子くんはいった。「ひとって、はやいきかんしゃにむちゅうだけど、じぶんのさがしものはわかってない。ということは、そわそわして、ぐるぐるまわってるだけ。」

— ადამიანები, — თქვა პატარა უფლისწულმა, — ჩქარი მატარებლებივით დაქრიან, მაგრამ თვითონ არ იციან, რას დაეძებენ. ამიტომაა, რომ მოსვენება დაუკარგავთ და აქეთ-იქით აწყდებიან.

さらにつづける。

დასძინა შემდეგ:

「そんなことしなくていいのに……」

— მაგრამ ამაოდ…

ぼくたちが行きあたった井戸は、どうもサハラさばくの井戸っぽくはなかった。さばくの井戸っていうのは、さばくのなかで、かんたんな穴がぽこっとあいてるだけ。ここにあるのは、どうも村の井戸っぽい。でも、村なんてどこにもないし、ぼくは、ゆめかとおもった。

ჭა, რომელსაც ჩვენ მივაგენით, არ გავდა უდაბნოს ჭას. ჩვეულებრივად, საჰარის უდაბნოს ჭა სილაში ამოთხრილი ორმოა. ეს კი ნამდვილი სოფლური ჭა იყო. მაგრამ ახლომახლო სოფელი არ ჩანდა და თავი სიზმარში მეგონა.

「おかしい。」と、ぼくは王子くんにいった。「みんなそろってる。くるくる、おけ、ロープ……」

— უცნაურია, — ვუთხარი პატარა უფლისწულს, — ყველაფერი თავის ადგილზეა: გორგოლაჭი, ვედროცა და თოკიც…

その子はわらって、ロープを手にとり、くるくるをまわした。するときぃきぃと音がした。風にごぶさたしてる、かざみどりみたいな音だった。

მან გაიცინა, ჭასთან მივიდა, თოკი აიღო და გორგოლაჭი დაატრიალა. გორგოლაჭი ისე აჭრიალდა, როგორც ძველისძველი, უქმად დებით დაჟანგული ფლიუგერი.

「きこえるよね。」と王子くんはいった。「ぼくらのおかげで、この井戸がめざめて、うたをうたってる……」

— გესმის? — თქვა პატარა უფლისწულმა, ჩვენ გავაღვიძეთ იგი და ისიც ამღერდა…

ぼくは、その子にむりをさせたくなかった。

არ მინდოდა, რომ იგი დაღლილიყო.

「かして。」と、ぼくはいった。「きみには、きつすぎる。」

— მე ამოვიღებ, — ვუთხარი უფლისწულს. შენთვის ეს ვედრო ძალიან მძიმეა.

そろりそろり、ぼくは、おけをふちのところまでひっぱり上げて、たおれないよう、しっかりおいた。ぼくの耳では、くるくるがうたいつづけていて、まだゆらゆらしてる水の上では、お日さまがふるえて見えた。

ნელა ამოვიღე წყლით სავსე ვედრო და ჭის გვიმზე დავდგი. ჯერ კიდევ მესმოდა გორგოლაჭის ჭრიალი, ჯერ კიდევ ტოკავდა ვედროში წყალი და მის ზედაპირზე მზის შუქი ლივლივებდა.

「この水がほしい。」と王子くんがいった。「のませてちょうだい……」

— ეს წყალი მწყუროდა, — თქვა პატარა უფლისწულმა, — დამალევინე.

そのとき、ぼくはわかった。その子のさがしものが!

და მხოლოდ ახლა მივხვდი, რასაც დაეძებდა იგი!

ぼくは、その子の口もとまで、おけをもちあげた。その子は、目をつむりながら、ごくっとのんだ。おいわいの日みたいに、気もちよかった。その水は、ただののみものとは、まったくべつのものだった。この水があるのは、星空のしたをあるいて、くるくるのうたがあって、ぼくがうでをふりしぼったからこそなんだ。この水は、心にいい。

ვედრო ტუჩებთან მივუტანე. მან თვალები მოხუჭა და წყალს დაეწაფა. მაგრამ ეს ჩვეულებრივი სასმელი წყალი არ იყო. ეს წყალი ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ გადალახულმა გრძელმა გზამ, გორგოლაჭია ჭრიალმა და ჩემი ხელების ძალამ დაბადა და ახლა საჩუქარივით ეფონებოდა გულს.

プレゼントみたいだ。ぼくが、ちいさなおとこの子だったころ。クリスマスツリーがきらきらしてて、夜ミサのおんがくがあって、みんな気もちよくにこにこしてたからこそ、ぼくのもらった、あのクリスマスプレゼントは、あんなふうに、きらきらかがやいていたんだ。

ბავშვობისას ასე მახარებდა ხოლმე საშობაო საჩუქრები: სანთლების ციმციმი შობის ხეზე, შუაღამის წირვის მუსიკა და ადამიანების ალერსიანი ღიმილი.

王子くんがいった。「きみんとこのひとは、5000本ものバラをひとつの庭でそだててる……で、さがしものは見つからない……」

— შენი პლანეტის ადამიანებს, — მითხრა პატარა უფლისწულმა, — ერთ ბაღში ხუთი ათასი ვარდი აქვთ… მაგრამ მაინც ვერ პოულობენ იმას, რასაც დაეძებენ.

「見つからないね。」と、ぼくはうなずく……

— ვერ პოულობენ… — დავუდასტურე მე.

「それなのに、さがしものは、なにか1りんのバラとか、ちょっとの水とかのなかに見つかったりする……」

— ხოლო ის, რასაც ისინი დაეძებენ, შეიძლება ერთადერთ ვარდში ან ერთ ყლუპ წყალში იპოვოს კაცმა.

「そのとおり。」と、ぼくはうなずく。

— მართალია, — ისევ მივუგე მე.

王子くんはつづける。


「でも、目じゃまっくらだ。心でさがさなくちゃいけない。」

— მაგრამ თვალი ბრმაა. ადამიანი გულით უნდა ხედავდეს…

ぼくは水をのんだ。しんこきゅうする。さばくは、夜あけで、はちみつ色だった。ぼくもうれしかった、はちみつ色だったから。もう、むりをしなくてもいいんだ……

მე წყალი შევსვი და შვებით ამოვისუნთქე. განთიადისას უდაბნოს ქვიშას თაფლის ფერი დაჰკრავს და ამ ფერის ცქერაც ბედნიერებას მგვრიდა. ან კი რა მქონდა სადარდებელი?

「ねぇ、やくそくをまもってよ。」と、王子くんはぽつりといって、もういちど、ぼくのそばにすわった。

— დანაპირები უნდა შემისრულო, — წყნარად მითხრა პატარა უფლისწულმა.

「なんのやくそく?」

— რა დანაპირები?

「ほら……ヒツジのくちわ……ぼくは、花におかえししなくちゃなんないんだ!」

— ხომ გახსოვს, პირსაკრავს რომ შემპირდი ჩემი ბატკნისათვის… ხომ უნდა ვიზრუნო ჩემს ყვავილზე!

ぼくはポケットから、ためしにかいた絵をとりだした。王子くんはそれを見ると、わらいながら、こういった。

ჯიბიდან ჩემი ჩანახატები ამოვიღე. პატარა უფლისწულმა გადაათვალიერა ისინი, გაიცინა და თქვა:

「きみのバオバブ、ちょっとキャベツっぽい……」

— შენი ბაობაბი ცოტათი კომბოსტოს მიაგავს…

「えっ!」
バオバブはいいできだとおもっていたのに!

— ო?! მე კი ისე ვამაყობდი ჩემი ბაობაბებით!

「きみのキツネ……この耳……ちょっとツノっぽい……ながすぎるよ!」

— შენს მელიას კი… ყურები რქებს მიუგავს… ძალიან გრძელი ყურებია.

その子は、からからとわらった。

და მან კვლავ გაიცინა.

「そんなこといわないでよ、ぼうや。ぼくは、なかの見えないボアと、なかの見えるボアしか、絵ってものをしらないんだ。」

— შენ მე უსამართლოდ მექცევი, ჩემო კარგო ბიჭო. მე ხომ არაფრის ხატვა არ ვიცოდი, გარდა მახრჩობელა გველისა გარედან და მახრჩობელა გველისა შიგნიდან.

「ううん、それでいいの。子どもはわかってる。」

— არა უშავს, — დამამშვიდა მან, — ბავშვები მაინც მიხვდებიან.

そんなわけで、ぼくは、えんぴつでくちわをかいた。それで、その子にあげたんだけど、そのとき、なぜだか心がくるしくなった。

მე პირსაკრავი დავუხატე ბატკნისთვის. ნახატი რომ გავუწოდე, ეჭვმა გამკენწლა.

「ねぇ、ぼくにかくれて、なにかしようとしてる……?」

— შენ რაღაცას აპირებ და არ მიმხელ…

でも、その子はそれにこたえず、こう、ぼくにいった。

მაგრამ მან პასუხი არ გამცა, მხოლოდ თავისთვის ჩაილაპარაკა:

「ほら、ぼく、ちきゅうにおっこちて……あしたで1年になるんだ……」

— ხვალ წელიწადი შესრულდება, რაც დედამიწაზე ჩამოვვარდი.

そのあと、だんまりしてから、

მცირე ხნის დუმილის შემდეგ კი დასძინა:

「ここのちかくにおっこちたんだ……」

— ის ადგილი ძალიან ახლოა…

といって、かおをまっ赤にした。

და სახე წამოუფაკლდა.

そのとき、また、なぜだかわからないけど、へんにかなしい気もちになった。

ისევ შემომაწვა გულზე უცნაური სევდა და შევეკითხე:

それなのに、ぼくはきいてみたくなったんだ。
「じゃあ、1しゅうかんまえ、ぼくときみがであったあのあさ、きみがあんなふうに、ひとのすむところのはるかかなた、ひとりっきりであるいていたのは、たまたまじゃないってこと※(感嘆符疑問符、1-8-78) きみは、おっこちたところに、もどってるんだね?」

— მაშ, ამ ერთი კვირის წინათ, პირველად რომ დაგინახე, შემთხვევით არ დაეხეტებოდი მარტოდმარტო ამ უდაბნოში? იმ ადგილას ბრუნდებოდი, სადაც მაშინ ჩამოვარდი?

王子くんは、もっと赤くなった。

მას ისევ წამოუფაკლდა სახე.

ぼくは、ためらいつつもつづけた。

გაუბედავად დავძინე მე:

「もしかして、1年たったら……?」

— წელიწადი რომ შესრულდა, იმიტომ?

王子くんは、またまたまっ赤になった。しつもんにはこたえなかったけど、でも、赤くなるってことは、〈うん〉っていってるのとおんなじってことだから、だから。

პატარა უფლისწული კვლავ წამოჭარხლდა. იგი არასოდეს მაძლევდა კითხვაზე პასუხს, მაგრამ განა გაწითლება დასტურს არ ნიშნავს?

「ねぇ!」と、ぼくはいった。「だいじょうぶ……?」

— ვაი თუ…

それでも、その子はこたえなかった。

მაგრამ პატარა უფლისწულმა სიტვა გამაწყვეტინა:

「きみは、もう、やることをやらなくちゃいけない。じぶんのからくりのところへかえらなきゃいけない。ぼくは、ここでまってる。あしたの夜、かえってきてよ……」

— დროა შენს საქმეს შეუდგე. მანქანას მიხედე. მე აქ დაგელოდები. ხვალ საღამოს მოდი…

どうしても、ぼくはおちつけなかった。キツネをおもいだしたんだ。だれであっても、なつけられたら、ちょっとないてしまうものなのかもしれない……

მაგრამ ამან ვერ დამამშვიდა. მელიას ნათქვამი მაგონდებოდა — რაკი ვინმეს მოაშინაურებინებ თავს, ცრემლიც უნდა ღვარო.

26

თავი XXVI

井戸のそばに、こわれた古い石のかべがあった。つぎの日の夕がた、ぼくがやることをやってもどってくると、とおくのほうに、王子くんがそのかべの上にすわって、足をぶらんとさせているのが見えた。その子のはなしごえもきこえてくる。

ჭასთან ქვის ძველი კედლის ნანგრევები იყო. მეორე დღეს, მუშაობა რომ მოვათავე და დავბრუნდი, შორიდანვე მოვკარი თვალი პატარა უფლისწულს. იგი კედელზე იჯდა. და შორიდანვე შემომესმა მისი ხმა:

「じゃあ、きみはおぼえてないの?」と、その子はいった。「ちがうって、ここは!」

— ნუთუ არ გახსოვს? — ეუბნებოდა იგი ვიღაცას, — ეს აქ არ იყო…

その子のことばに、なにかがへんじをしているみたいだった。

ალბათ ვიღაც შეეპასუხა, რადგან მან ისევ გაიმეორა:

「そうだけど! そう、きょうなんだけど、ちがうんだって、ここじゃないんだ……」

— დიახ, დიახ, სწორედ დღევანდელ დღეს, მაგრამ აქ არა…

ぼくは、かべのほうへあるいていった。けれど、なにも見えないし、なにもきこえない。それでも、王子くんはまたことばをかえしていた。

ნაბიჯს ავუჩქარე. კედელთან არავინ ჩანდა და არც ხმა ისმოდა. პატარა უფლისწული კი ისევ უმტკიცებდა ვიღაცას:

「……そうだよ。さばくについた、ぼくの足あとが、どこからはじまってるかわかるでしょ。きみはまつだけでいいの。ぼくは、きょうの夜、そこにいるから。」

— …რა თქმა უნდა. შენ შენიშნავ, სად იწყება ჩემი ნაფეხურები სილაზე და იქ დამელოდები. ამაღამ მოვალ.

ぼくは、かべから20メートルのところまできたけど、まだなにも見えない。

ახლა მხოლოდ ოციოდე მეტრი მაშორებდა კედელს, მაგრამ მაინც ვერაფერს ვხედავდი.

王子くんは、だんまりしたあと、もういちどいった。

მცირე ხნის დუმილის შემდეგ პატარა უფლისწულმა იკითხა:

「きみのどくは、だいじょうぶなの? ほんとに、じわじわくるしまなくてもいいんだよね?」

— კარგი შხამი გაქვს? დარწმუნებული ხარ, რომ დიდხანს არ მაწამებს?

ぼくは心がくるしくなって、たちどまったけれど、どうしてなのか、やっぱりわからなかった。

თავზარდაცემული ადგილზე გავქვავდი. მაგრამ ჯერ კიდევ ვერაფერს მივმხვდარიყავი.

「とにかく、もう行ってよ。」と、その子はいった。「……ぼくは下りたいんだ!」

— ახლა კი წადი, — თქვა პატარა უფლისწულმა, — ძირს უნდა ჩამოვიდე.

そのとき、ぼくは気になって、かべの下のあたりをのぞきこんでみた。ぼくは、とびあがった。なんと、そこにいたのは、王子くんのほうへシャーっとかまえている、きいろいヘビが1ぴき。ひとを30びょうでころしてしまうやつだ。

დაბლა დავიხედე და თოფნაკრავივით შევხტი. კედლის ძირას მოყვითალო გველი დავინახე, რომელსაც თავი პატარა უფლისწულისკენ აეღერა. ასეთი გველის შხამი ნახევარ წუთში ჰკლავს ადამიანს.

ぼくはピストルをうとうと、けんめいにポケットのなかをさぐりながら、かけ足でむかった。だけど、ぼくのたてた音に気づいて、ヘビはすなのなかへ、ふんすいがやむみたいに、しゅるしゅるとひっこんでしまった。それからは、いそぐようでもなく、石のあいだをカシャカシャとかるい音をたてながら、すりぬけていった。

სწრაფად წავიღე ხელი ჯიბისკენ, სადაც რევოლვერი მედო, და გველისაკენ გავექანე. მაგრამ ჩემი ფეხის ხმაზე იგი წყნარად გასრიალდა სილაზე წყაროს ნაკადივით და აუჩქარებლად მიიმალა ქვებში ლითონისებური მსუბუქი წკრიალით.

ぼくは、なんとかかべまでいって、かろうじてその子をうけとめた。ぼくのぼうや、ぼくの王子くん。かおが、雪のように青白い。

კედლისკენ გავიქეცი და ხელში ავიტაცე ჩემი პატარა უფლისწული. მას თოვლის ფერი ედო.

「いったいどういうこと! さっき、きみ、ヘビとしゃべってたよね!」

— ეს რა ამბავია? გველებს ელაპარაკები?

ぼくは、その子のいつもつけているマフラーをほどいた。こめかみをしめらせ、水をのませた。とにかく、ぼくはもうなにもきけなかった。その子は、おもいつめたようすで、ぼくのことをじっと見て、ぼくのくびにすがりついた。その子のしんぞうのどきどきがつたわってくる。てっぽうにうたれて死んでゆく鳥みたいに、よわよわしい。その子はいう。

სწრაფად შემოვხსენი ოქროსფერი ყელსახვევი, რომელსაც მუდამ თან ატარებდა. შემდეგ საფეთქლები დავუნამე და წყალი შევასვი. ვერ ვბედავდი რაიმე მეკითხა. მან დაფიქრებით შემომხედა და კისერზე მომხვია ხელები. გული ნატყვიარი ფრინველივით უცემდა.

「うれしいよ、きみは、じぶんのからくりにたりないものを見つけたんだね。もう、きみんちにかえってゆけるね……」

— მიხარია, მანქანა რომ შეგიკეთებია. ახლა შეგიძლია დაბრუნდე შინ…

「どうして、わかるの?」

— საიდან იცი?

ぼくは、ちょうど知らせにくるところだった。かんがえてたよりも、やるべきことがうまくいったんだ、って。

სწორედ ის იყო, უნდა მეთქვა, ბედმა გამიღიმა და თვითმფრანავი შევაკეთე-მეთქი.

その子は、ぼくのきいたことにはこたえなかったけど、こうつづけたんだ。

მან პასუხი არ გამცა და განაგრძო:

「ぼくもね、きょう、ぼくんちにかえるんだ……」

— დღეს მეც დავბრუნდები შინ…

それから、さみしそうに、

მერე კი ნაღვლიანად დასძინა:

「はるかにずっととおいところ……はるかにずっとむずかしいけど……」

— ოღონდ ჩემი გზა უფრო შორია და უფრო ძნელი…

ぼくは、ひしひしとかんじた。なにか、とんでもないことがおころうとしている。ぼくは、その子をぎゅっとだきしめた。ちいさな子どもにするみたいに。なのに、それなのに、ぼくには、その子がするっとぬけでて、穴におちてしまうような気がした。ぼくには、それをとめる力もない……

ვგრძნობდი, რომ რაღაც არაჩვეულებრივი უნდა მომხდარიყო. ჩვილი ბავშვივით მივიხუტე იგი მკერდზე, მაგრამ ასე მეგონა, თითქოს ხელიდან მისხლტებოდა და უფსკრულში ვარდებოდა, მე კი ძალა არ შემწევდა შემეკავებინა…

その子は、とおい目で、なにかをちゃんと見ていた。

იგი ჩაფიქრებული გასცქეროდა სივრცეს…

「きみのヒツジがあるし、ヒツジのためのはこもあるし、くちわもある……」

— მე მყავს შენი ბატკანი, მაქვს მისთვის ყუთი და პირსაკრავი…

そういって、その子は、さみしそうにほほえんだ。

და ნაღვლიანად გაეღიმა.

ぼくは、ただじっとしていた。その子のからだが、ちょっとずつほてっていくのがわかった。

დიდხანს ვიდექი ასე. ვგრძნობდი, რომ იგი ნელ-ნელა იკრებდა ძალ-ღონეს.

「ぼうや、こわいんだね……」

— ჩემო პატარა ბიჭო, შენ შეშინებული ხარ…

こわいのは、あたりまえなのに! でも、その子は、そっとわらって、

რაღა თქმა უნდა, შეშინებული იყო, მაგრამ მან წყნარად გაიცინა:

「夜になれば、はるかにずっとこわくなる……」

— ამ საღამოს უფრო შემეშინდება…

もうどうしようもないんだっておもうと、ぼくはまた、ぞっとした。ぼくは、このわらいごえが、もうぜったいにきけないなんて、どうしても、うけいれることができなかった。このわらいごえが、ぼくにとって、さばくのなかの水くみ場のようなものだったんだ。

უბედურების წინათგრძნობა სისხლს მიყინავდა. ვერ შევრიგებოდი იმ აზრს, რომ ამიერიდან ვეღარასოდეს გავიგონებდი მის სიცილს, რომელიც ისე საჭირო იყო ჩემთვის, როგორც წყარო უდაბნოში.