あのときの王子くん / პატარა უფლისწული — w językach japońskim i gruzińskim

Japońsko-gruzińska dwujęzyczna książka

アントワーヌ・ド・サン=テグジュペリ

あのときの王子くん

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი

პატარა უფლისწული

大久保ゆう訳

レオン・ウェルトに

ლეონ ვერტს

子どものみなさん、ゆるしてください。ぼくはこの本をひとりのおとなのひとにささげます。でもちゃんとしたわけがあるのです。そのおとなのひとは、ぼくのせかいでいちばんの友だちなんです。それにそのひとはなんでもわかるひとで、子どもの本もわかります。しかも、そのひとはいまフランスにいて、さむいなか、おなかをへらしてくるしんでいます。心のささえがいるのです。

პატიებას ვითხოვ ბავშვებისაგან, რომ ეს წიგნი დიდს მივუძღვენი. მე სერიოზული მიზეზი მქონდა ამისთვის: იგი ჩემი საუკეთესო მეგობარია ამქვეყნად. მაგრამ მე სხვა მიზეზიც მქონდა: ამ დიდს ყველაფერი ესმის, ბავშვებისთვის დაწერილი წიგნებიც კი. და კიდევ ერთი მესამე მიზეზიც: იგი საფრანგეთში ცხოვრობს, სადაც მას შია და სცივა. მას გამხნევება სჭირდება.

まだいいわけがほしいのなら、このひともまえは子どもだったので、ぼくはその子どもにこの本をささげることにします。おとなはだれでも、もとは子どもですよね。(みんな、そのことをわすれますけど。)じゃあ、ささげるひとをこう書きなおしましょう。

და თუ ყველა ეს საბუთი საკმარისი არ არის, მაშინ მე ამ წიგნს მივუძღვნი ბავშვს, რომელიც ამ სრულასაკოვან ადამიანად იქცა. ყველა დიდი ხომ ბავშვი იყო ოდესღაც (მაგრამ ძალიან ცოტას ახსოვს ეს). ამიტომ მე ასე შევასწორებ ჩემს მიძღვნას:

(かわいい少年だったころの)
レオン・ウェルトに

ლეონ ვერტს. როდესაც ის პატარა ბიჭი იყო.

თავი I

ぼくが6つのとき、よんだ本にすばらしい絵があった。『ぜんぶほんとのはなし』という名まえの、しぜんのままの森について書かれた本で、そこに、ボアという大きなヘビがケモノをまるのみしようとするところがえがかれていたんだ。だいたいこういう絵だった。

ექვსი წლის რომ ვიყავი, ერთ წიგნში, რომელიშიაც უღრან ტყეებზე იყო ლაპარაკი და რომელსაც „ნამდვილი ამბები“ ერქვა, ერთ შესანიშნავ ნახატს წავაწყდი: მახრჩობელა გველი რომელიღაც ნადირს ყლაპავდა. აი იმ ნახატის ასლი.

「ボアというヘビは、えものをかまずにまるのみします。そのあとはじっとおやすみして、6か月かけて、おなかのなかでとかします。」と本には書かれていた。

წიგნში ეწერა: „მახრჩობელა გველები თავიანთ მსხვერპლს მთლიანად, დაუღეჭავად ყლაპავენ. ამის შემდეგ მათ განძრევის თავიც კი არა აქვთ და ექვსი თვე სძინავთ, რომ საჭმელი მოინელონო“.

そこでぼくは、ジャングルではこんなこともおこるんじゃないか、とわくわくして、いろいろかんがえてみた。それから色えんぴつで、じぶんなりの絵をはじめてかいてやった。さくひんばんごう1。それはこんなかんじ。

მე ძალიან ბევრს ვფიქრობდი ჯუნგლების ხიფათით აღსავსე ცხოვრებაზე და ფერადი ფანქრით სურათი დავხატე. ეს იყო ჩემი ნახატი ნომერი 1.

ぼくはこのけっさくをおとなのひとに見せて、こわいでしょ、ときいてまわった。

ჩემი შედევრი დიდებს ვუჩვენე და ვკითხე, თუ შეგეშინდათ-მეთქი.

でもみんな、「どうして、ぼうしがこわいの?」っていうんだ。

„განა ქუდი საშიშია?“ — მომიგეს მათ.

この絵は、ぼうしなんかじゃなかった。ボアがゾウをおなかのなかでとかしている絵だった。だから、ぼくはボアのなかみをかいて、おとなのひとにもうまくわかるようにした。あのひとたちは、いつもはっきりしてないとだめなんだ。さくひんばんごう2はこんなかんじ。

მაგრამ ჩემი ნახატი ქუდი არ იყო. ეს გახლდათ მახრჩობელა გველი, რომელიც გადაყლაპულ სპილოს ინელებდა. და მაშინ მე შიგნიდან დავხატე მახრჩობელა გველი, რომ დიდებს ნათლად დაენახათ ყველაფერი. მათ ხომ ყველაფერი უნდა აუხსნას კაცმა! ჩემი ნახატი ნომერი 2 ასეთი იყო:

おとなのひとは、ボアの絵なんてなかが見えても見えなくてもどうでもいい、とにかく、ちりやれきし、さんすうやこくごのべんきょうをしなさいと、ぼくにいいつけた。というわけで、ぼくは6さいで絵かきになるゆめをあきらめた。

დიდებმა მირჩიეს ხელი ამეღო მახრჩობელა გველების ხატვაზე, შიგნიდან იქნობოდა, თუ გარედან, და მეტი გულისყურით მოვკიდებოდი გეოგრაფიას, ისტორიას, არითმეტიკას და გრამატიკას. ამიტომ იყო, რომ ექვსი წლის ასაკში უარი ვთქვი მხატვრობის ბრწყინვალე კარიერაზე.

さくひんばんごう1と2がだめだったから、めげてしまったんだ。おとなのひとはじぶんではまったくなんにもわからないから、子どもはくたびれてしまう。いつもいつもはっきりさせなきゃいけなくて。

ნომერი 1 და ნომერი 2 ნახატის უგულებელყოფამ გული გამიტეხა. დიდებს ხომ არაფრის გაგება არ შეუძლიათ სხვების დაუხმარებლად. ბავშვისთვის კი ძალიან მომქანცველია ყოველთვის წინასწარ აუხსნას მათ ყველაფერი.

それでぼくはしぶしぶべつのしごとにきめて、ひこうきのそうじゅうをおぼえた。せかいじゅうをちょっととびまわった。ちりをべんきょうして、ほんとやくに立った。

ამრიგად, იძულებული გავხდი, სხვა პროფესია ამერჩია და მფრინავის ხელობა შევისწავლე. თითქმის მთელ დედამიწას შემოვუფრინე და, უნდა ვთქვა, რომ გეოგრაფია ამ საქმეში ძალიან გამომადგა.

ひとめで中国なのかアリゾナなのかがわかるから、夜なかにとんでまよっても、かなりたすかるってもんだ。

თვალის ერთი გადავლებით შემეძლო გამერჩია ჩინეთი არიზონისაგან. ეს კი ძალიან სასარგებლოა, თუ ღამით მხარი გექცა და გეზი დაკარგე.

こうしてぼくは生きてきて、ちゃんとしたひとたちともおおぜいであってきた。おとなのひとのなかでくらしてきた。ちかくでも見られた。でもそれでなにかいいことがわかったわけでもなかった。

ჩემი ცხოვრების გზაზე ბევრ სერიოზულ ადამიანს შევხვედრივარ, დიდხანს მიცხოვრია დიდებს შორის და საშუალება მქონდა ძალიან ახლო გავცნობოდი მათ. მაგრამ ამან მაინცდამაინც ვერაფერი შემატა მათ ჩემს თვალში.

すこしかしこそうなひとを見つけると、ぼくはいつも、とっておきのさくひんばんごう1を見せてみることにしていた。ほんとうのことがわかるひとなのか知りたかったから。

როცა ისეთ ადამიანს შევხვდებოდი, რომელიც სხვებზე უფრო ნათელი გონების პატრონი ჩანდა, ჩემს ნახატ ნომერ 1-ს ვუჩვენებდი, რომელიც მუდამ თან მქონდა. მინდოდა, ამ ხერხით გამეგო, ნამდვილად გამჭრიახი იყო იგი თუ არა.

でもかえってくるのは、きまって「ぼうしだね。」って。

მაგრამ ამ ნახატის დანახვაზე ისინი ყოველთვის ერთსა და იმავეს მეუბნებოდნენ — „ქუდიაო“.

そういうひとには、ボアのことも、しぜんの森のことも、星のこともしゃべらない。むこうに合わせて、トランプやゴルフ、せいじやネクタイのことをしゃべる。するとおとなのひとは、ものごとがはっきりわかっているひととおちかづきになれて、とてもうれしそうだった。

ამის შემდეგ აღარაფერს ვუყვებოდი მათ მახრჩობელა გველებზე, უსიერ ტყეებსა და ვარსკვლავებზე, მათებურად ვიწყებდი ლაპარაკს და საუბარს ვუბამდი ბრიჯზე, გოლფზე, პოლიტიკასა და ჰალსტუხებზე, და ისინიც დიდად კმაყოფილნი იყვნენ, რომ ასეთი გონიერი ადამიანი გაიცნეს.

თავი II

それまで、ぼくはずっとひとりぼっちだった。だれともうちとけられないまま、6年まえ、ちょっとおかしくなって、サハラさばくに下りた。

ასე მარტოდმარტო ვცხოვრობდი და არავისთან შემეძლო გულითადი საუბარი, ვიდრე ერთხელ, ამ ექვსიოდე წლის წინათ, საჰარის უდაბნოში არ მომიხდა იძულებით დაშვება.

ぼくのエンジンのなかで、なにかがこわれていた。ぼくには、みてくれるひとも、おきゃくさんもいなかったから、なおすのはむずかしいけど、ぜんぶひとりでなんとかやってみることにした。

ჩემი თვითმფრინავის ძრავას რაღად დაუზიანდა და, ვინაიდან არც მექანიკოსი მახლდა და არც მგზავრი მყავდა, გადავწყვიტე, თავად მეცადა დაზიანებული ნაწილის შეკეთება.

それでぼくのいのちがきまってしまう。のみ水は、たった7日ぶんしかなかった。

ამაზე იყო ახლა დამოკიდებული ჩემი სიკვდილ-სიცოცხლე. სასმელი წყლის მარაგი დიდი-დიდი ერთი კვირა თუ მეყოფოდა.

1日めの夜、ぼくはすなの上でねむった。ひとのすむところは、はるかかなただった。海のどまんなか、いかだでさまよっているひとよりも、もっとひとりぼっち。

ღამით სილაზე დავიძინე დასახლებული ადგილიდან მრავალი ათასი მილით დაშორებულ უდაბნოში. გემის დაღუპვის შემდეგ შუაგულ ოკეანეში ტივზე შერჩენილი მეზღვაურიც კი არ იქნებოდა ჩემსავით მოწყვეტილი მთელ ქვეყანას.

だから、ぼくがびっくりしたのも、みんなわかってくれるとおもう。じつは、あさ日がのぼるころ、ぼくは、ふしぎなかわいいこえでおこされたんだ。

და წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როცა სისხამ დილით უცნაურმა წკრიალა ხმამ გამაღვიძა:

「ごめんください……ヒツジの絵をかいて!」

— თუ შეიძლება… დამიხატე ბატკანი!

「えっ?」

— რა?

「ぼくにヒツジの絵をかいて……」

— ბატკანი დამიხატე!

かみなりにうたれたみたいに、ぼくはとびおきた。目をごしごしこすって、ぱっちりあけた。すると、へんてこりんなおとこの子がひとり、おもいつめたようすで、ぼくのことをじっと見ていた。

ელდანაკრავივით წამოვვარდი ზეზე, თვალები მოვიფშვნიტე და ყურადღებით მიმოვიხედე. ჩემს წინ საოცარი ბიჭუნა იდგა და ყურადღებით შემომცქეროდა.

あとになって、この子のすがたを、わりとうまく絵にかいてみた。

აი, მისი ყველაზე უკეთესი პორტრეტი, რომლის დახატვაც შემდეგ შევძელი.

でもきっとぼくの絵は、ほんもののみりょくにはかなわない。ぼくがわるいんじゃない。六さいのとき、おとなのせいで絵かきのゆめをあきらめちゃったから、それからずっと絵にふれたことがないんだ。なかの見えないボアの絵と、なかの見えるボアの絵があるだけ。

ჩემი ნახატი, რა თქმა უნდა, ბევრად ჩამოუვარდება ორიგინალს, მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ არის. დიდებმა ამიცრუეს ხატვაზე გული, როდესაც ჯერ კიდევ ექვსი წლისა ვიყავი, და მეც ვარაფრის დახატვა ვერ ვისწავლე, გარდა მახრჩობელა გველისა გარედან და მახრჩობელა გველისა შიგნიდან.

それはともかく、いきなりひとが出てきて、ぼくは目をまるくした。なにせひとのすむところのはるかかなたにいたんだから。でも、おとこの子はみちをさがしているようには見えなかった。

გაოცებული მივჩერებოდი ამ მოულოდნელ ზმანებას და თვალებს არ ვუჯერებდი. არ დაგავიწყდეთ, რომ უდაბნოში ვიყავი, მრავალი ათასი მილით დაშორებული ადამიანის სამკვიდრებელს. ბიჭუნა კი არც გზააბნეული ჩანდა, არც დაღლილობით, შიმშილითა და წყურვილით ღონემიხდილი და არც შეშინებული.

へとへとにも、はらぺこにも、のどがからからにも、びくびくしているようにも見えなかった。ひとのすむところのはるかかなた、さばくのどまんなかで、まい子になっている、そんなかんじはどこにもなかった。
やっとのことで、ぼくはその子にこえをかけた。

იგი არაფრით მოგაგონებდათ ბავშვს, რომელსაც გზა აბნევია შუა უდაბნოში, ადამიანთა საკვიდრებლიდან მრავალ ათას მილზე. როგორც კი მოვიკრიბე ძალღონე და შევეკითხე:

「えっと……ここでなにをしてるの?」

— კი მაგრამ… აქ რას აკეთებ?

すると、その子はちゃんとつたえようと、ゆっくりとくりかえした。

პასუხად მან ძალიან ნელა და დინჯად გამიმეორა, თითქოს უაღრესად დიდმნიშვნელოვან რამეზე ლაპარაკობსო:

「ごめんください……ヒツジの絵をかいて……」

— თუ შეიძლება… დამიხატე ბატკანი…

ものすごくふしぎなのに、だからやってしまうことってある。それでなんだかよくわからないけど、ひとのすむところのはるかかなたで死ぬかもしれないのに、ぼくはポケットから1まいのかみとペンをとりだした。

როცა საიდუმლოება მეტისმეტად დიდია, ადამიანს არ ძალუძს არ დაემორჩილოს მას. და თუმცა ადამიანებისგან მრავალი ათასი მილით დაშორებულს და სიკვდილის საფრთხეში მყოფს ასეთი საქციელი ძალიან სულელურად მეჩვენებოდა, მაინც ამოვიღე ჯიბიდან ქაღალდის ფურცელი და ავტოკალამი.

でもそういえば、ぼくはちりやれきし、さんすうやこくごぐらいしかならっていないわけなので、ぼくはそのおとこの子に(ちょっとしょんぼりしながら)絵ごころがないんだ、というと、その子はこうこたえた。

მაგრამ უცებ მომაგონდა, რომ მე გეოგრაფიაში, ისტორიაში, არითმეტიკასა და მართლწერაში უფრო ვიყავი გაწაფული და, ცოტა არ იყოს, მკვახედ ვუთხარი, ხატვა არ ვიცი-მეთქი. მაგრამ ბუჭუნამ მომიგო:

「だいじょうぶ。ぼくにヒツジの絵をかいて。」

— ამას მნიშვნელობა არა აქვს. დამიხატე ბატკანი.

ヒツジをかいたことがなかったから、やっぱり、ぼくのかけるふたつの絵のうち、ひとつをその子にかいてみせた。なかの見えないボアだった。そのあと、おとこの子のことばをきいて、ぼくはほんとうにびっくりした。

ვინაიდან ბატკანი არასოდეს დამეხატა, დავხატე ის, რაც შემეძლო — ეს იყო მახრჩობელა გველი გარედან, და სახტად დავრჩი, როცა ბიჭუნამ წამოიძახა:

「ちがうよ! ボアのなかのゾウなんてほしくない。ボアはとってもあぶないし、ゾウなんてでっかくてじゃまだよ。ぼくんち、すごくちいさいんだ。ヒツジがいい。ぼくにヒツジをかいて。」

— არა! არა! არ მინდა სპილო, რომელიც მახრჩობელა გველს გადაუყლაპავს. მახრჩობელა გველი ძალიან საშიშია, სპილო კი — ძალიან დიდი. აქ, ჩემთან, ყველაფერი ძალზე პატარაა. მე მხოლოდ ბატკანი მჭირდება. დამიხატე ბატკანი.

なので、ぼくはかいた。

და მეც დავუხატე.

それで、その子は絵をじっとみつめた。

იგი გულისყურით დააქცერდა ჩემს ნახატს და მითხრა:

「ちがう! これもう、びょうきじゃないの。もういっかい。」

— არა, ამას ძალიან ავადმყოფური იერი აქვს, სხვა დამიხატე.

ぼくはかいてみた。

სხვა დავუხატე.

ぼうやは、しょうがないなあというふうにわらった。

ჩემმა მეგობარმა წყნარად და მოწყალედ გამიღიმა:

「見てよ……これ、ヒツジじゃない。オヒツジだ。ツノがあるもん……」

— შენც ხომ ხედავ, რომ ეს ბატკანი არაა. ეს უკვე ყოჩია. რქები აქვს…

ぼくはまた絵をかきなおした。

ისევ დავუხატე.

だけど、まえのとおなじで、だめだといわれた。

მაგრამ მან ესეც დამიწუნა.

「これ、よぼよぼだよ。ほしいのは長生きするヒツジ。」

— ეს ძალიან ბებერია. მე ბატკანი მინდა, რომ დიდხანს იცოცხლოს.

もうがまんできなかった。はやくエンジンをばらばらにしていきたかったから、さっとこういう絵をかいた。

უკვე ამევსო მოთმინების ფიალა… ჩემი საქმე მაწუხებდა, ძრავის დაშლას ვეშურებოდი, და კალმის რამდენიმე მოსმით ეს დავუხატე.

ぼくはいってやった。

თანაც დავძინე:

「ハコ、ね。きみのほしいヒツジはこのなか。」

— აი ყუთი. ბატკანი, რომელსაც შენ მთხოვდი, შიგ არის.

ところがなんと、この絵を見て、ぼくのちいさなしんさいんくんは目をきらきらさせたんだ。

და ძალიან გავოცდი, როცა დავინახე, როგორ გაუბრწყინდა სახე ჩემს პატარა მსაჯულს.

「そう、ぼくはこういうのがほしかったんだ! このヒツジ、草いっぱいいるかなあ?」

— სწორედ ის არის, მე რომ მინდოდა! როგორ ფიქრობ, ბევრი ბალახი დასჭირდება?

「なんで?」

— რატომ მეკითხები?

「だって、ぼくんち、すごくちいさいんだもん……」

— იმიტომ, რომ იქ ჩემთან, ყველაფერი ძალიან პატარაა.

「きっとへいきだよ。あげたのは、すごくちいさなヒツジだから。」

— მისი სამყოფი მაინც იქნება. მე შენ ძალიან პატარა ბატკანი გაჩუქე…

その子は、かおを絵にちかづけた。
「そんなにちいさくないよ……あ! ねむっちゃった……」

იგი ისევ დააცქერდა ნახატს:
— არც ისე პატარაა… შეხედე! უკვე ჩასძინებია…

ぼくがあのときの王子くんとであったのは、こういうわけなんだ。

ასე გავიცანი პატარა უფლისწული.

თავი III

その子がどこから来たのか、なかなかわからなかった。まさに気ままな王子くん、たくさんものをきいてくるわりには、こっちのことにはちっとも耳をかさない。

კარგა ხანი მოვუნდი იმის გაგებას, თუ საიდან მოვიდა იგი ამ უდაბნოში. პატარა უფლისწული კითხვებს კითხვებზე მაყრიდა, ჩემს კითხვებზე კი სიტყვას ბანზე მიგდებდა.

たまたま口からでたことばから、ちょっとずつ見えてきたんだ。たとえば、ぼくのひこうきをはじめて目にしたとき(ちなみにぼくのひこうきの絵はかかない、ややこしすぎるから)、その子はこうきいてきた。

შემთხვევით თუ წამოსცდებოდა თითო-ოროლა სიტყვა, რომელთა შემწეობითაც თანდათან აეხადა ფარდა ყველაფერს. ასე მაგალითად, პირველად რომ დაინახა ჩემი თვითმფრინავი (თვითმფრინავს არ დავხატავ, რადგან იგი გაცილებით უფრო ძნელი დასახატია), შემეკითხა:

「このおきもの、なに?」

— რა საგანია ეს?

「これはおきものじゃない。とぶんだ。ひこうきだよ。ぼくのひこうき。」

— ეს საგანი არ არის. ამან ფრენა იცის. ეს თვითმფრინავია, ჩემი თვითმფრინავი.

ぼくはとぶ、これがいえて、かなりとくいげだった。すると、その子は大きなこえでいった。

და მე თავმომწონედ ვამცნე მას, რომ ფრენა შემეძლო.

「へえ! きみ、空からおっこちたんだ!」

— როგორ! შენ ციდან ჩამოვარდი?! — წამოიძახა მან.

「うん。」と、ぼくはばつがわるそうにいった。

— ჰო, — გულიბრყვილოდ მივუგე მე.

「ぷっ! へんなの……!」

— საოცარია…

この気まま王子があまりにからからとわらうので、ぼくはほんとにむかついた。ひどい目にあったんだから、ちゃんとしたあつかいをされたかった。それから、その子はこうつづけた。

და პატარა უფლისწულმა ხმამაღლა გადაიკისკისა, რამაც ძალიან მატკინა გული. არ მიყვარს, როცა გასაჭირში მყოფს აგდებულად მექცევიან. შემდეგ კი დასძინა:

「なあんだ、きみも空から来たんだ! どの星にいるの?」

— მაშ შენც ციდან მოხვედი! რომელია შენი პლანეტა?

ふと、その子のひみつにふれたような気がして、ぼくはとっさにききかえした。

ამ სიტყვებმა უეცრად მოფინა ნათელი მისი აქ მოსვლის საიდუმლოს და საჩქაროთ შევეკითხე:

「それって、きみはどこかべつの星から来たってこと?」

— შენ სხვა პლანეტიდან ხარ?

でも、その子はこたえなかった。ぼくのひこうきを見ながら、そっとくびをふった。

პატარა უფლისწულმა პასუხი არ გამცა, თავი წყნარად გაიქნია და მზერა ჩემს თვითმფრინავს მიაპყრო.

「うーん、これだと、あんまりとおくからは来てないか……」

— მაგრამ ამით შორიდან ვერ მოხვიდოდი…

その子はしばらくひとりで、あれこれとぼんやりかんがえていた。そのあとポケットからぼくのヒツジをとりだして、そのたからものをくいいるようにじっと見つめた。

მითხრა მას და ოცნებაში ჩაიძირა. კარგა ხანს იდგა გარინდებული. შემდეგ ჯიბიდან ჯიბიდან ბატკანის სურათი ამოიღო და დიდხანს დაჰყურებდა თავის განძს.

みんなわかってくれるとおもうけど、その子がちょっとにおわせた〈べつの星〉のことが、ぼくはすごく気になった。もっとくわしく知ろうとおもった。

ალბათ წარმოიდგენთ, როგორ დამაინტერესა მის მიერ გაკვრით ნახსენებმა „სხვა პლანეტამ“ და გადავწყვიტე უფრო დაწვრილებით შემეტყო პატარა უფლისწულის ცხოვრება.

「ぼうやはどこから来たの? 〈ぼくんち〉ってどこ? ヒツジをどこにもっていくの?」

— საიდან მოხვედი აქ, ჩემო პატარა ბიჭო? რას ნიშნავს „იქ, ჩემთან“? სად უნდა წაიყვანო ჩემი ბატკანი?

その子はこたえにつまって、ぼくにこういうことをいった。

იგი ერთ ხანს დუმდა ფიქრებში დანთქმული. შემდეგ კი მომიგო:

「よかった、きみがハコをくれて。よる、おうちがわりになるよね。」

— რა კარგია რომ ყუთი მაჩუქე. ღამღამობით სადგომად გამოადგება ჩემს ბატკანს.

「そうだね。かわいがるんなら、ひるま、つないでおくためのロープをあげるよ。それと、ながいぼうも。」

— რაღა თქმა უნდა, ჭკვიანად თუ იქნები, თოკსაც გაჩუქებ ბატკნის დასაბმელად და პალოსაც.

でもこのおせっかいは、王子くんのお気にめさなかったみたいだ。

ჩემმა სიტყვებმა თითქოს შეაკრთო პატარა უფლისწული.

「つなぐ? そんなの、へんなかんがえ!」

— დასაბმელად? რა სასაცილო აზრია!

「でもつないでおかないと、どこかに行っちゃって、なくしちゃうよ。」

— თუ არ დააბი, დასმე წავა და დაიკარგება…

このぼうやは、またからからとわらいだした。

ჩემმა მეგობარმა კვლავ ხმამაღლა გადაიკისკისა.

「でも、どこへ行くっていうの!」

— სად წავა?

「どこへでも。まっすぐまえとか……」

— სადაც მოისურვებს. ააღერებს თავს და სულ პირდაპირ ივლის…

すると、こんどはこの王子くん、おもいつめたようすで、こうおっしゃる。


「だいじょうぶ、ものすごおくちいさいから、ぼくんち。」

— ამას მნიშვნელობა არა აქვს. იქ, სადაც მე ვცხოვრობ, ყველაფერი ძალიან პატარაა!

それから、ちょっとさみしそうに、こういいそえた。

დინჯად შენიშნა პატარა უფლისწულმა და ნაღვლიანად დაუმატა:

「まっすぐまえにすすんでも、あんまりとおくへは行けない……」

— პირდაპირ თუ იარე, შორს ვერ წახვალ…