小王子 / პატარა უფლისწული — czytaj online. Strona 4

Chińsko-gruzińska dwujęzyczna książka

安托萬·德·聖-修伯里

小王子

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი

პატარა უფლისწული

国王说道:“如果我命令一个将军象一只蝴蝶那样从这朵花飞到那朵花,或者命令他写作一个悲剧剧本或者变一只海鸟,而如果这位将军接到命令不执行的话,那么,是他不对还是我不对呢?”

— მე რომ გენერალს ვუბრძანო, ყვავილიდან ყვავილზე პეპელასავით იფრინე, ტრაგედია დაწერე, ან თოლიად იქეცი-მეთქი, და მან ბრძანება ვერ შეასრულოს, ვინ იქნება დამნაშავე, ის თუ მე?

“那当然是您的不对。”小王子肯定地回答。

— თქვენ, — მტკიცედ მიუგო პატარა უფლისწულმა.

“一点也不错,”国王接着说,“向每个人提出的要求应该是他们所能做到的。权威首先应该建立在理性的基础上。如果命令你的老百姓去投海,他们非起来革命不可。我的命令是合理的,所以我有权要别人服从。”

— სრული სიმართლეა, — დაუდასტურა მეფემ. — ყოველ ადამიანს ის უნდა მოსთხოვო, რისი გაკეთებაც ძალუძს. ძალაუფლება უპირველეს ყოვლისა, გონიერებას უნდა ემყარებოდეს. თუ ხალხს ზღვაში გადავარდნას უბრძანებ, რევოლუციას მოგიწყობს. მე უფლება მაქვს მორჩილება მოვითხოვო, რადგან ჩემი ბრძანებები გონივრულია.

“那么我提出的日落呢?”小王子一旦提出一个问题,他是不会忘记这个问题的。

— კი მაგრამ მზის ჩასვლა? — მოაგონა პატარა უფლისწულმა, რომელიც რაკი ერთხელ შეგეკითხებოდათ რაიმეს, არ დაგეხსნებოდათ, სანამ პასუხს არ მიიღებდა.

“日落么,你会看到的。我一定要太阳落山,不过按照我的统治科学,我得等到条件成熟的时候。”

— მზის ჩასვლასაც იხილავ: ვუბრძანებ, რომ ჩაესვენოს, მაგრამ ხელმწიფობის სიბრძნის თანახმად, ხელსაყრელ პირობებს დაველოდები.

小王子问道:“这要等到什么时候呢?”

— როდის დადგება ეს პირობები?

国王在回答之前,首先翻阅了一本厚厚的日历,嘴里慢慢说道:“嗯!嗯!日落大约……大约……在今晚七时四十分的时候!你将看到我的命令一定会被服从的。”

— ჰმ, ჰმ, — წაიბურტყუნა მეფემ და სქელ კალენდარს დაუწყო ფურცვლა. ეს იქნება… ჰმ… დღეს ეს იქნება შვიდ საათზე და ორმოც წუთზე. მაშინ დარწმუნდები, როგორ სრულდება ჩემი ბრძანება.

小王子又打起哈欠来了。他遗憾没有看到日落。他有点厌烦了,他对国王说:

პატარა უფლისწულმა დაამთქნარა. დასანანი იყო, რომ აქ მზის ჩასვლას მაშინ ვერ ნახავდი, როცა მოისურვებდი. და, გარდა ამისა, აქ ცოტათი მოსწყინდა კიდეც.

“我没有必要再呆在这儿了。我要走了。”

— მე აქ საქმე აღარა მაქვს, — უთხრა მან მეფეს. — ისევე უნდა გავუდგე გზას.

这位因为刚刚有了一个臣民而十分骄傲自得的国王说道:
“别走,别走。我任命你当大臣。”

— ნუ წახვალ, — მიუგო მეფემ. იგი ხომ ამაყობდა, რომ ერთი ქვეშევრდომის მბრძანებელი გახდა. — დარჩი და მინისტრად დაგნიშნავ.

“什么大臣”

— რის მინისტრად?

“嗯……司法大臣!”

— მე შენ დაგნიშნავ… იუსტიციის მინისტრად!

“可是,这儿没有一个要审判的人。”

— მაგრამ აქ რომ არავინაა გასასამართლებელი?

“很难说呀,”国王说道。“我很老了,我这地方又小,没有放銮驾的地方,另外,一走路我就累。因此我还没有巡视过我的王国呢!”

— ვინ იცის, — მიუგო მეფემ. — მე ჯერ კიდევ არ შემომივლია ჩემი სამეფო. ძალიან მოვხუცდი. ეტლისათვის ადგილი არა მაქვს, ფეხით სიარული კი მიჭირს.

“噢!可是我已经看过了。”小王子说道,并探身朝星球的那一侧看了看。那边也没有一个人……

პატარა უფლისწული წინ გადაიხარა და ისევ მოავლო პლანეტის მეორე მხარეს თვალი.
— მე უკვე დავათვალიერე მთელი პლანეტა! — წამოიძახა მან. — კაცის ჭაჭანება არსადაა…

“那么你就审判你自己呀!”国王回答他说。“这可是最难的了。审判自己比审判别人要难得多啊!你要是能审判好自己,你就是一个真正有才智的人。”

— მაშინ საკუთარი თავი გაასამართლე, — უთხრა მეფემ. — ეს ყველაზე ძნელი საქმეა. საკუთარი თავისგასამართლება უფრო ძნელია, ვიდრე სხვებისა. თუ შეძლებ, სწორი მსჯავრი დასდო შენს თავს, ნამდვილი ბრძენი იქნები.

“我吗,随便在什么地方我都可以审度自己。我没有必要留在这里。”

— საკუთარ თავს მე ყველგან გავასამართლებ, — მიუგო პატარა უფლისწულმა, — ამისთვის აქ დარჩენა არ არის საჭირო.

国王又说:“嗯……嗯……我想,在我的星球上有一只老耗子。夜里,我听见它的声音。你可以审判它,不时地判处它死刑。因此它的生命取决于你的判决。可是,你要有节制地使用这只耗子,每次判刑后都要赦免它,因为只有这一只耗子。”

— ჰმ, ჰმ… — წარმოთქვა მეფემ — მგონი ჩემს პლანეტაზე, სადღაც ერთი ბებერი ვირთხა ცხოვრობს. ღამღამობით მესმის ხოლმე მისი ფხაკუნი. შეგიძლია ის გაასამართლო. დროდადრო სიკვდილს მიუსჯი. მისი სიცოცხლე შენს მართმსაჯულებაზე იქნება დამოკიდებული. მერე კი ყოველთვის შეიწყნარებ. ვირთხას უნდა გაუფრთხილდეთ, რადგან მის გარდა არავინა გვყავს.

“可是我不愿判死刑,我想我还是应该走。”小王子回答道。

— არ მიყვარს სასიკვდილო განაჩენის გამოტანა, — თქვა პატარა უფლისწულმა, — მიჯობს, გზას გავუდგე.

“不行。”国王说。

— ნუ წახვალ, — უთხრა მეფემ.

但是小王子,准备完毕之后,不想使老君主难过,说道:

პატარა უფლისწული უკვე მზად იყო წასასვლელად, მაგრამ არ უნდოდა ეწყენინებინა მეფისათვის.

“如果国王陛下想要不折不扣地得到服从,你可以给我下一个合理的命令。比如说,你可以命令我,一分钟之内必须离开。我认为这个条件是成熟的……”

— თუ თქვენს უდიდებულესობას ნებავს, რომ მისი ბრძანება უსიტყვოდ სრულდებოდეს, — თქვა მან, — გონივრული ბრძანება უნდა გასცეს. მაგალითად, თქვენ შეგეძლოთ გებრძანებინათ ჩემთვის, დაუყოვნებლივ გავდგომოდი გზას. მგონია, ახლა ამისთვის ძალიან ხელსაყრელი პირობებია…

国王什么也没有回答。起初,小王子有些犹疑不决,随后叹了口气,就离开了……

მეფემ არაფერი უპასუხა. პატარა უფლისწულმა ერთ ხანს უცადა. მერე კი ამოიოხრა და გაუდგა გზას.

“我派你当我的大使。”国王匆忙地喊道。

— ჩემს ელჩად გნიშნავ!

国王显出非常有权威的样子。

სწრაფად მიაძახა მას მეფემ მბრძანებლის მედიდური იერით.

小王子在旅途中自言自语地说:“这些大人真奇怪。”

„უცაური ხალხია დიდები“, — გაიფიქრა პატარა უფლისწულმა და განაგრძო გზა.

XI

თავი XI

第二个行星上住着一个爱虚荣的人。

მეორე პლანეტაზე ერთი პატივმოყვარე კაცი ცხოვრობდა.

“喔唷!一个崇拜我的人来拜访了!”这个爱虚荣的人一见到小王子,老远就叫喊起来。

— აი ჩემი თაყვანისმცემელიც! — წამოიძახა მან, როგორც კი თვალი მოჰკრა პატარა უფლისწულს.

在那些爱虚荣的人眼里,别人都成了他们的崇拜者。

პატივმოყვარე კაცის თვალში ხომ ყველა ადამიანი მისი თაყვანისმცემელია.

“你好!”小王子说道。“你的帽子很奇怪。”

— გამარჯობა, — მიესალმა მას პატარა უფლისწული, — რა სასაცილო ქუდი გახურავთ!

“这是为了向人致意用的。”爱虚荣的人回答道,“当人们向我欢呼的时候,我就用帽子向他们致意。可惜,没有一个人经过这里。”

— ამ ქუდით მე სალამს ვიძლევი, — მიუგო პატივმოყვარემ. — როცა აღფრთოვანებით მესალმებიან, ქუდს ვიხდი ხოლმე, მაგრამ, სამწუხაროდ, აქ არავინ მოდის.

小王子不解其意。说道:“啊?是吗?”

— მართლა? — შეეკითხა პატარა უფლისწული, თუმცა ვერაფერს მიხვდა.

爱虚荣的人向小王子建议道:“你用一只手去拍另一只手。”

— აბა ტაში შემოჰკარი, — უთხრა პატივმოყვარემ.

小王子就拍起巴掌来。这位爱虚荣者就谦逊地举起帽子向小王子致意。

პატარა უფლისწულმა ტაში შემოჰკრა. პატივმოყვარემ ქუდი მოიხადა და მოწიწებით დაუკრა თავი.

小王子心想:“这比访问那位国王有趣。”于是他又拍起巴掌来。爱虚荣者又举起帽子来向他致意。

„აქ უფრო გაერთობა კაცი, ვიდრე მეფესთან“, — გაიფიქრა პატარა უფლისწულმა და ისევ შემოჰკრა ტაში. პატივმოყვარემ კვლავ მოიხადა ქუდი და დაუკრა თავი.

小王子这样做了五分钟,之后对这种单调的把戏有点厌倦了,说道:

ასე გაგრძელდა ხუთი წუთი. ბოლოს პატარა უფლისწული დაიღალა ამ ერთფეროვანი თამაშით.

“要想叫你的帽子掉下来,该怎么做呢?”

— რა უნდა ქნას კაცმა, რომ ეს ქუდი დაგივარდეს? — შეეკითხა პატარა უფლისწული.

可这回爱虚荣者听不进他的话,因为凡是爱虚荣的人只听得进赞美的话。

მაგრამ პატივმოყვარეს არ გაუგონია მისი ნათქვამი: პატივმოყვარეებს ქების გარდა არაფერი ესმით.

他问小王子道:“你真的钦佩我吗?”

— ხომ ნამდვილად მცემ თაყვანს? — შეეკითხა იგი პატარა უფლისწულს.

“钦佩是什么意思?”

— რა არის თაყვანისცემა?

“钦佩么,就是承认我是星球上最美的人,服饰最好的人,最富有的人,最聪明的人。”

— თაყვანისცემა იმის აღიარებას ნიშნავს, რომ ამ პლანეტაზე მე ყველაზე ლამაზი, ყველაზე მოხდენილი, ყველაზე მდიდარი და ყველაზე ჭკვიანი კაცი ვარ.

“可您是您的星球上唯一的人呀!”

— მაგრამ შენ ხომ მარტო ხარ ამ პლანეტაზე.

“让我高兴吧,请你还是来钦佩我吧!”

— მაამე და მეცი თაყვანი.

小王子轻轻地耸了耸肩膀,说道:“我钦佩你,可是,这有什么能使你这样感兴趣的?”

— თაყვანს გცემ, — უთხრა პატარა უფლისწულმა და ოდნავ აიჩეჩა მხრები, — მაგრამ რად გინდა ეს თაყვანისცემა?

于是小王子就走开了。

და იგი სწრაფად გაეცალა იქაურობას.

小王子在路上自言自语地说了一句:“这些大人,肯定是十分古怪的。”

„დიდები მართლაც უცნაური ხალხია“, — გაიფიქრა მან და განაგრძო გზა.

XII

თავი XII

小王子所访问的下一个星球上住着一个酒鬼。访问时间非常短,可是它却使小王子非常忧伤。

მომდევნო პლანეტაზე ლოთი ცხოვრობდა. პატარა უფლისწულმა სულ ცოტა ხანი დაჰყო მასთან, მაგრამ ამ პლანეტაზე ნანახმა საგონებელში ჩააგდო,

“你在干什么?”小王子问酒鬼,这个酒鬼默默地坐在那里,面前有一堆酒瓶子,有的装着酒,有的是空的。

— რას აკეთებ აქ? — ჰკითხა მან ლოთს, რომელიც მდუმარედ იჯდა და წინ აურაცხელი ცარიელი და სავსე ბოთლი ელაგა.

“我喝酒。”他阴沉忧郁地回答道。

— ვსვამ, — პირქუშად მიუგო ლოთმა.

“你为什么喝酒?”小王子问道。

— რატომ სვამ?

“为了忘却。”酒鬼回答。

— რომ დავივიწყო.

小王子已经有些可怜酒鬼。他问道:“忘却什么呢?”

— რა უნდა დაივიწყო? — ისევ შეეკითხა პატარა უფლისწული, რომელსაც უკვე ებრალობოდა იგი.

酒鬼垂下脑袋坦白道:“为了忘却我的羞愧。”

— დავივიწყო, რომ მრცხვენია, — გაანდო ლოთმა და თავი ჩაქინდრა.

“你羞愧什么呢?”小王子很想救助他。

— რისი გრცხვენია? — შეეკითხა პატარა უფლისწული და ძალიან მოუნდა რომ დახმარებოდა მას.

“我羞愧我喝酒。”酒鬼说完以后就再也不开口了。

— მრცხვენია, რომ ვსვამ!.. — დაასრულა საუბარი ლოთმა და დადუმდა.

小王子迷惑不解地离开了。

პატარა უფლისწული დაიბნა.

在旅途中,他自言自语地说道:“这些大人确实真叫怪。”

„დიდები მართლა უცნაური ხალხია“, — გაიფიქრა მან და განაგრძო გზა.

XIII

თავი XIII

第四个行星是一个实业家的星球。这个人忙得不可开交,小王子到来的时候,他甚至连头都没有抬一下。

მეოთხე პლანეტა საქმოსანს ეკუთვნოდა. იგი ისე იყო ჩაფლული საქმეში, რომ არც კი აუღია თავი პატარა უფლისწულის გამოჩენაზე.

小王子对他说:“您好。您的烟卷灭了。”

— გამარჯობა, — მიესალმა მას პატარა უფლისწული. — სიგარეტი ჩაგქრობიათ.

“三加二等于五。五加七等于十二。十二加三等于十五。你好。十五加七,二十二。二十二加六,二十八。没有时间去再点着它。二十六加五,三十一。哎哟!一共是五亿一百六十二万二千七百三十一。”

— სამს მივუმატოთ ორი, იქნება ხუთი. ხუთი და შვიდი — თორმეტი. თორმეტი და სამი — თხუთმეტი. გაგიმარჯოს. თხუთმეტი და შვიდი — ოცდაორი. ოცდაორი და ექვსი — ოცდარვა. იმის დროც არა მაქვს, რომ სიგარეტს მოვუკიდო. ოდსაექვსი და ხუთი — ოცდათერთმეტი. უჰ… სულ იქნება ხუთას ერთი მილიონ ექვსას ოცდაორი ათას შვიდას ოცდათერთმეტი.

“五亿什么呀?”

— რა ხუთასი მილიონი?.. — შეეკითხა პატარა უფლისწული.

“嗯?你还待在这儿那?五亿一百万……我也不知道是什么了。我的工作很多…… 我是很严肃的,我可是从来也没有功夫去闲聊!二加五得七……”

— აა, შენ ისევ აქა ხარ? ხუთასი მილიონი… არც კი ვიცი, რა… იმდენი საქმე მაქვს. მე სერიოზული კაცი ვარ, სალაყბოდ არა მცალია! ორს მივუმატოთ ხუთი, იქნება შვიდი…

“五亿一百万什么呀?”小王子重复问道。一旦他提出了一个问题,是从来也不会放弃的。

— რა ხუთასი მილიონი? — გაუმეორა პატარა უფლისწულმა. იგი ხომ ვერ დამშვიდდებოდა, სამან პასუხს არ მიიღებდა.

这位实业家抬起头,说:

საქმოსანმა თავი ასწია.

“我住在这个星球上五十四年以来,只被打搅过三次。第一次是二十二年前,不知从哪里跑来了一只金龟子来打搅我。它发出一种可怕的噪音,使我在一笔帐目中出了四个差错。

— ორმოცდათოთხმეტი წელია, რაც ამ პლანეტაზე მცხოვრობ და ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ შემიშალეს ხელი. პირველად, ამ ოცდაორი წლის წინათ, ღმერთმა იცის საიდან გაჩნდა მაისის ხოჭო და ისეთი საშინელი ბზუილი ატეხა, რომ ოთხი შეცდომა მომივიდა ანგარიშში.

第二次,在十一年前,是风湿病发作,因为我缺乏锻炼所致。我没有功夫闲逛。我可是个严肃的人。现在……这是第三次!我计算的结果是五亿一百万……”

მეორედ — ეს იყო თორმეტი წლის წინათ, ნეკრესის ქარმა დამრია ხელი. ალბათ იმიტომ, რომ არ ვვარჯიშობ. საყიალოდ არა მცალია. მე საქმის კაცი ვარ. მესამედ კი აი!.. ჰო, სად შევჩერდი? ხუთას ერთი მილიონ…

“几百万什么?”

— რა იქნება ხუთასი მილიონი?

这位实业家知道要想安宁是无望的了,就说道:

საქმოსანი მიხვდა, რომ ასე ადვილად ვერ დაიხსნიდა თავს.

“几百万个小东西,这些小东西有时出现在天空中。”

— ხუთასი მილიონი აი ის პატარა რაღაცეები, ხანდახან რომ მოჩანან ცაზე.

“苍蝇吗?”

— ბუზები?

“不是,是些闪闪发亮的小东西。”

— არა, პაწაწინები, რომ ციმციმებენ…

“是蜜蜂吗?”

— ფუტკრები?

“不是,是金黄色的小东西,这些小东西叫那些懒汉们胡思乱想。我是个严肃的人。我没有时间胡思乱想。”

— არა, არა, სულ პაწაწკინტელები რომ არიან, ოქროსფერები, უქნარებს რომ ამაო ოცნებებს აღუძრავენ ხოლმე. მაგრამ მე ოცნებისთვსი არა მცალია, მე საქმის კაცი ვარ.

“啊,是星星吗?”

— აა, ვარსკვლავები?

“对了,就是星星。”

— ჰო, ჰო, ვარსკვლავები.

“你要拿这五亿星星做什么?”

— მერე რად გინდა ხუთასი მილიონი ვარსკვლავი?

“五亿一百六十二万七百三十一颗星星。我是严肃的人,我是非常精确的。”

— ხუთას ერთი მილიონ ექვსას ოცდაორი ათას შვიდას ოცდათერთმეტი. მე საქმის კაცი ვარ და სიზუსტე მიყვარს.

“你拿这些星星做什么?”

— კი მაგრამ რად გინდა ამდენი ვარსკვლავი?

“我要它做什么?”

— რად?

“是呀。”

— ჰო.

“什么也不做。它们都是属于我的。”

— აღარაფრად. მე მათი მფლობელი ვარ.

“星星是属于你的?”

— ვარსკვლავების მფლობელი?

“是的。”

— დიახ.

“可是我已经见到过一个国王,他……”

— მაგრამ უკვე ვნახე ერთი მეფე, რომელიც…

“国王并不占有,他们只是进行‘统治’。这不是一码事。”

— მეფეები არაფერს არ ფლობენ. ისინი მხოლოდ — „მეფობენ“. ეს სრულიად სხვადასხვა რამაა.

“你拥有这许多星星有什么用?”

— მერე რად გინდა ვარსკვლავები?


— მათ სიმდიდრე მოაქვთ ჩემთვის.


— სიმდიდრე რაღად გინდა?

“富了就可以去买别的星星,如果有人发现了别的星星的话。”

— სხვა ვარსკვლავების საყიდლად, თუ ისინი ვინმემ აღმოაჩინა.

小王子自言自语地说:“这个人想问题有点象那个酒鬼一样。”

„ესეც თითქმის ისე მსჯელობს, როგორც ის ლოთი“, — გაიფიქრა პატარა უფლისწულმა და ისევ შეეკითხა:

可是他又提了一些问题:


“你怎么能占有星星呢?”

— როგორ შეიძლება გახდეს კაცი ვარსკვლავების მფლობელი?

“那么你说星星是谁的呀?”实业家不高兴地顶了小王子一句。

— ვის ეკუთვნიან ვარსკვლავები? — წამოიღრინა უცბად საქმოსანმა.

“我不知道,不属于任何人。”

— არ ვიცი. არავის.