პატარა უფლისწული / Mažasis princas — czytaj online. Strona 2

Gruzińsko-litewska dwujęzyczna książka

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი

პატარა უფლისწული

Antoine de Saint-Exupéry

Mažasis princas

თავი IV

IV

ამრიგად, კიდევ ერთი უაღრესად საყურადღებო რამ შევიტყვე: პლანეტა, საიდანაც პატარა უფლისწული მოვიდა, სახლზე ოდნავ დიდი ყოფილა მხოლოდ.

Taip aš išgirdau dar vieną labai svarbų dalyką: jo gimtoji planeta neką didesnė už namą!

მაგრამ მე ეს არ გამკვირვებია. კარგად ვიცოდი, რომ გარდა ისეთი დიდი პლანეტებისა, როგორიცაა დედამიწა, იუპიტერი, მარსი და ვენერა, რომლებსაც ჩვენ სახელებიც კი შევაქვით, არსებობს მრავალი სხვა პლანეტა, რომელთა შორისაც ზოგი ისეთი პატარაა, რომ მათი დანახვა ტელესკოპითაც კი ჭირს.

Beje, tai mane nelabai nustebino. Gerai žinojau, kad be tokių didelių planetų kaip Žemė, Jupiteris, Marsas, Venera, kurios turi vardus, yra šimtai kitų, bet jos tokios mažiuliukės, kad jas net sunku pamatyti pro teleskopą.

როცა ასტრონომი ასეთ პლანეტად აღმოაჩენს, იგი მას სახელის ნაცვლად ნომრით აღნიშნავს. მაგალითად, „ასტეროიდი 3251“.

Kai astronomas atranda tokią planetą, jis suteikia jai ne vardą, o numerį. Sakykim, pavadina ją „asteroidu 325“.

მე სერიოზული საფუძველი მქონდა მეფიქრა, რომ პლანეტა, საიდანაც პატარა უფლისწული მოვიდა, ასტეროიდი ბ612 უნდა ყოფილიყო.

Turiu rimtų priežasčių manyti, kad mažasis princas atskrido iš planetos, kuri vadinasi asteroidas B 612.

ეს ასტეროიდი მხოლოდ ერთხელ, 1909 წელს შენიშნა ტელესკოპით ერთმა თურქმა ასტრონომმა.

Tą asteroidą tik kartą, 1909 metais, pro teleskopą pastebėjo vienas turkas astronomas.

ამ აღმოჩენის შესახებ მან ვეებერთელა მოხსენება წარუდგინა საერთაშორისო ასტრონომიულ კონგრესს. მაგრამ, რადგან ასტრონომს ეროვნული ტანსაცმელი ეცვა, არავინ დაუჯერა. ასეთი უცნაური ხალხია ეს დიდები!

Tada tas astronomas apie savo atradimą iškilmingai papasakojo viename tarptautiniame astronomų suvažiavime. Tačiau jis vilkėjo turkiškais drabužiais ir niekas juo nepatikėjo. Tokie jau tie suaugusieji.

მაგრამ ასტეროიდ ბ612-ს უნდა უმადლოდნენ, რომ თურქეთის დიქტატორმა ბრძანება გასცა, ყველა მის ქვეშევრდომს ევროპულად ჩაეცვა, და ვინც ბრძანებას არ შეასრულებდა, სიკვდილით დასჯა ელოდა.

Laimė, dėl to asteroido B 612 reputacijos turkų diktatorius, grasindamas mirties bausme, liepė visiems savo valdiniams rengtis europietiškai.

1920 წელს, ამჯერად უკვე ევროპულ კოსტუმში დიდებულად გამოწყობილმა ატრონომმა ხელმეორედ მოახსენა კონგრესს თავისი აღმოჩენა. და ახლა უკვე ყველამ აღიარა მისი აღმოჩენა.

1920 metais astronomas, labai elegantiškai apsitaisęs, vėl padarė pranešimą. Ir šįkart visus įtikino.

ამ ასტეროიდის ამბავი ასე დაწვრილებით იმიტომ მოგიყევით და მისი ნომერიც იმიტომ აღვნიშნე, რომ დიდებს გაეგოთ ჩემი ნათქვამი. მათ ხომ ძალიან უყვართ ციფრები.

Taip smulkiai jums papasakojau apie asteroidą B 612 ir net pasakiau jo numerį tik dėl suaugusiųjų. Suaugusieji mėgsta skaičius.

თუ თქვენ მათ რომელიმე ახალ მეგობარზე უამბობთ რამეს, ისინი არასოდეს გკითხავენ იმას, რაც მთავარია. არასოდეს გკითხავენ როგორი ხმა აქვს შენს მეგობარს, რა თამაში უყვარს, ან პეპლების კოლექციას თუ აგროვებს.

Kai jiems kalbi apie savo naująjį bičiulį, jie niekad neklausinėja svarbiausių dalykų. Niekad neklausia: „Koks jo balsas? Kokius žaidimus jis mėgsta? Ar jis kolekcionuoja drugelius?“

ამის მაგიერ გკითხავენ: რამდენი წლისაა, რამდენი ძმა ჰყავს, რამდენს იწონის და რა ჯამაგირი აქვს მამამისსო. და მათ ჰგონიათ, რომ ამით უკვე ყველაფერი გაიგეს.

Jie klausia: „Kiek jam metų? Kiek jis turi brolių? Kiek sveria? Kiek uždirba jo tėvas?“ Ir tik tada tariasi tą bičiulį pažinę.

დიდებს რომ უთხრათ, „ვარდისფერი აგურისგან ნაგები ლამაზი სახლი დავინახე, რომლის ფანჯრის რაფებზე გერანი ყვაოდა, ხოლო სახურავზე მტრედები დაგოგმანებდნენო“, ვერ მიხვდებიან, როგორია ეს სახლი, მათ ასე უნდა უთხრათ: „მე დავინახე სახლი, რომელიც ასი ათასი ფრანკი ღირს“ და მაშინ აღტაცებით წამოიძახებენ, რა მშვენიერი სახლი ყოფილაო!

Jeigu sakai suaugusiems žmonėms: „Aš mačiau gražų rausvų plytų namą su snapučiais ant palangių ir balandžiais ant stogo…“, jie niekaip negali įsivaizduoti to namo. Jiems reikia pasakyti: „Aš mačiau namą už šimtą tūkstančių frankų“. Tada jie sušunka: „Ak, koks jis gražus!“

და სწორედ ასევე, თუ მათ ეტყვით: „იყო ერთი პატარა უფლისწული, და ამის დამამტკიცებელი საბუთი არის ის, რომ იგი მშვენიერი იყო, იცინოდა და ძალიან უნდოდა ჰყოლოდა ბატკანი, ხოლო ვისაც სურს ჰყავდეს ბატკანი, რა თქმა უნდა, არსებობს კიდეც“. ამ სიტყვებზე ისინი მხრებს აიჩეჩავენ და ბავშვად ჩაგთვლიან.

Tad jeigu jiems pasakysi: „Mažasis princas iš tikrųjų buvo, nes jis atrodė žavus, juokėsi ir norėjo avelės, o jei žmogus nori avelės, vadinasi, jis yra“, jie gūžtelės pečiais ir palaikys tave vaiku!

მაგრამ თუ ეტყვით, რომ პლანეტას, საიდანაც იგი მოვიდა, ასტეროიდი ბ612 ჰქვია, ეს მათ სავსებით დაარწმუნებს და მეტი შეკითხვით აღარ შეგაწუხებენ. რა გაეწყობა, ასეთი ხალხია დიდები. ნუ გავუბრაზდებით მათ. ბავშვებს დიდი მოთმინება მართებთ დიდების მიმართ.

Tačiau jeigu jiems pasakysi: „Jis atsirado iš planetos, kuri vadinasi asteroidas B 612“, jie patikės ir daugiau neįkyrės tau savo klausimais. Jie jau tokie. Ir nereikia ant jų pykti. Vaikai turi būti labai atlaidūs suaugusiems žmonėms.

მაგრამ ჩვენთვის, ვისაც გვესმის ცხოვრების აზრი, მნიშვნელობა არა აქვს ციფრებს. მე მერჩივნა, ამ ამბის თხრობა ზღაპარივით დამეწყო:

Tačiau, žinoma, mus, kurie suprantame, kas yra gyvenimas, ima juokas iš tų skaičių! Būčiau mieliau pradėjęs šį pasakojimą kaip stebuklinę pasaką. Būčiau mieliau pradėjęs taip:

„ოდესღაც, უხსოვარ დროში, ცხოვრობდა ერთი პატარა უფლისწული. იგი ცხოვრობდა ერთ პატარა პლანეტაზე და ძალიან უნდოდა ჰყოლოდა მეგობარი…“ და ის, ვისაც ესმის ცხოვრების ავკარგი, გაცილებით უკვეთ მიხვდება ჩემი მოთხრობის აზრს.

„Kartą buvo mažasis princas, kuris gyveno mažoje planetoje, neką didesnėje už jį patį, ir jam reikėjo draugo…“ Tiems, kurie supranta, kas yra gyvenimas, tai būtų atrodę panašiau į tiesą.

არ მინდა უგულოდ წაიკითხოს ვინმემ ჩემი წიგნი. ძალიან მიმძიმს ამ მოგონების გადმოცემა. უკვე ექვსმა წელმა განვლო მას შემდეგ, რაც პატარა უფლისწულმა მიმატოვა და თან წაიყვანა თავისი ბატკანი. და თუ ახლა ვცდილობ დაგიხატოთ იგი, მხოლოდ იმიტომ, რომ არ დამავიწყდეს.

Mat aš nenoriu, kad mano knyga būtų skaitoma nerimtai. Man taip liūdna pasakoti šiuos prisiminimus! Nuo to laiko, kai mano bičiulis dingo su savo avele, prabėgo jau šešeri metai. Ir aš mėginu papasakoti apie jį tik todėl, kad jo nepamirščiau.

მეგობრის დავიწყება ძალიან ცუდია. ყველას არა ჰყავს მეგობარი და თუ მე იგი დავივიწყე, მაშინ იმ დიდებს დავემგვანები, რომლებსაც ციფრების გარდა აღარაფერი აინტერესებთ.

Skaudu pamiršti draugą. Juk ne visiems žmonėms teko laimė turėti draugą. Be to, aš galiu tapti kaip tie suaugėliai, kuriems rūpi tik skaičiai.

ამიტომ ვიყიდე ისევ საღებავების ყუთი და ფერადი ფანქრები. ჩემს ასაკში არც ისე ადვილია ხელახლა მოჰკიდო კაცმა ხატვას ხელი, მით უმეტეს, თუ მთელი ცხოვრების მანძილზე მახრჩობელა გველის გარდა არაფერი დაგიხატავს და ისიც მაშინ, როცა ექვსი წლისა იყავი.

Todėl ir nusipirkau dėžutę dažų ir pieštukų. Sunku pradėti piešti mano amžiuje, juoba kad nieko daugiau nesu piešęs, tik smauglį iš vidaus ir iš išorės, kai man buvo šešeri!

ცხადია, რაც შემიძლია ვეცდები კარგად გადმოგცეთ მისი სახე. მაგრამ დარწმუნებული არა ვარ, რომ შევძლებ. ზოგ ნახატს არა უშავს, ზოგი კი სრულებით არა ჰგავს.

Žinoma, aš stengsiuosi, kad mano piešiniai išeitų kiek įmanoma tikroviškesni. Bet nesu visiškai tikras, jog man pavyks. Vienas piešinys išeina gerai, o kitas — į nieką nepanašus.

ცოტათი სიმაღლეშიც ვცდები: ზოგან უფლისწული ძალიან მაღალი გამომივიდა, ზოგან კი — ძალიან დაბალი. არც ის მახსოვს კარგად, რა ფერის ტანსაცმელი ეცვა. მაგრამ მე ძალღონეს არ ვიშურებ და, მთელი მონდომებით ვხატავ.

Kartais suklystu ir dėl ūgio. Štai čia mažasis princas per didelis. O čia — per mažas. Suabejoju ir dėl jo drabužių spalvos. Tada bandau piešti ir šiaip, ir anaip, kaip išeina.

ცხადია, უფრო საყურადღებო დეტალების გადმოცემაშიც შეიძლება შევცდე. მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ იქნება. ჩემი მეგობარი არასოდეს არაფერს არ მიხსნიდა, ალბათ მასავით გულთმისანი ვეგონე. მაგრამ, ჩემდა საუბედუროდ, მე არ ძალმიძს მასავით დავინახო ყუთში დამწყვდეული ბატკანი. შესაძლოა ცოტათი დიდებს ვგავარ. ალბათ დავბერდი.

Tikriausiai galiu suklysti ir dėl kai kurių svarbesnių smulkmenų. Bet jūs turėsite man atleisti. Mano bičiulis man niekad nieko neaiškindavo. Gal manė, kad aš panašus į jį. Bet aš, deja, nesugebu matyti avelių kiaurai dėžės sienų. Gal jau esu truputį panašus į suaugusius žmones. Matyt, pasenau.

თავი V

V

ყოველდღიურად რაღაც ახალს ვიგებდი უფლისწულის პლანეტაზე, იმაზე, თუ როგორ დატოვა მან იგი, ანდა, როგორ იმოგზაურა. ნაწყვეტ-ნაწყვეტ მიყვებოდა პატარა უფლისწული თავის ამბებს, როცა შემთხვევით სიტყვა მოიტანდა. ასე შევიტყვე მესამე დღეს ბაობაბების მიერ გამოწვეულიუბედურების ამბავი.

Kasdien vis ką nors sužinodavau apie jo planetą, apie tai, kaip jis išvyko iš jos ir kaip keliavo. Tai išplaukdavo po truputėlį iš jo apmąstymų. Taip trečią dieną išgirdau tragišką istoriją apie baobabus.

და ამასაც ბატკანს უნდა ვუმადლოდე. უეცრად, თითქოს რაღაცამ დააეჭვაო, პატარა უფლისწული შემეკითხა:

Ir šįkart man padėjo avelė. Tarsi rimtų abejonių apniktas, mažasis princas staiga manęs paklausė:

— ხომ მართალია, რომ ბატკანი პატარა ბუჩქებს ჭამს?

— Sakyk, ar tiesa, kad avelės ėda krūmus?

— სრული სიმართლეა.

— Taip, tiesa.

— როგორ მიხარია!

— O! Tada aš patenkintas!

ვერ მივხვდი, რატომ უნდა ყოფილიყო ასე მნიშვნელოვანი ის, რომ ბატკანი ბუჩქებს ჭამს. მაგრამ პატარა უფლისწულმა დასძინა:

Nesupratau, kodėl jam taip svarbu, kad avelės ėda krūmus. Bet mažasis princas pridūrė:

— რაკი ეგრეა, ბაობაბსაც რომ შეჭამს?

— Vadinasi, jos ėda ir baobabus?

მე ავუხსენი, რომ ბაობაბი ბუჩქი კი არა, ტაძრის ოდენა ხეა და, სპილოების მთელი ჯოგიც რომ დაასიო, ვერაფერს დააკლებს-მეთქი.

Paaiškinau mažajam princui, kad baobabai — ne krūmai, o didžiuliai medžiai, didumo sulig bažnyčia, ir net jeigu jis atsivestų visą bandą dramblių, jie neįstengtų sušlamšti net vieno baobabo.

სპილოების ხსენებაზე პატარა უფლისწულს გაეცინა:

Išgirdęs apie dramblių bandą, mažasis princas nusijuokė:

— ოღონდ სპილოები ერთმანეთის ზურგზე უნდა შეგვესვა…

— Reikėtų juos sustatyti vieną ant kito…

შემდეგ კი დინჯად განმიმარტა:

Bet paskui labai protingai pridūrė:

— სანამ ბაობაბი ასეთი დიდი გახდებოდეს, იგი ჯერ სულ პატარაა.

— Prieš užaugdami dideli baobabai pirmiausia būna maži.

— მართალია, მაგრამ რატომ გინდა, რომ შენმა ბატკანმა პატარა ბაობაბები შეჭამოს?

— Teisybė. Bet kodėl tu nori, kad tavo avelės nuėstų tuos mažus baobabus?

— როგორ თუ რატომ! — ისე მომიგო მან, თითქოს ეს ამბავი თავისთავად ცხადი ყოფილიყოს.

Jis sušuko:
— Nejau nesupranti! — tarsi viskas būtų savaime aišku.

მე კი თავისმტვრევა დამჭირდა ამ პრობლემის გადასაწყვეტად.

Ir aš turėjau pasukti galvą, kad įminčiau šią mįslę.

და მართლაც, როგორც შევიტყვე, პატარა უფლისწულის პლანეტაზე, ისევე როგორც ყველა დანარჩენ პლენეტაზე, კარგი მცენარეებიც ხარობს და ცუდიც. კარგ მცენარეს კარგი თესლი გამოაქვს, ცუდს კი — ცუდი, მაგრამ თესლი უხილავია.

Pasirodo, mažojo princo planetoje, kaip ir bet kurioje kitoje planetoje, augo gerosios žolės ir piktžolės. Gerosios sėklos išaugina gerąsias žoles, o blogosios — piktžoles.

მას მშვიდად სძინავს მიწის იდუმალ წიაღში, სანამ გამოღვიძებას არ მოისურვებს. და აი — პატარა თესლი თვალებს მოიფშვნეტს, გაიზმორებს და გაუბედავად აღმართავს მზისკენ მშვენიერ, უწყინარ, პატარა ყლორტს.

Tačiau sėklos nematomos. Jos miega žemės gelmėse, kol kuriai iš jų staiga šauna į galvą pabusti. Tada ji pasirąžo ir nedrąsiai pradeda stumti saulės link žavų nekaltą daigelį.

თუ ეს ბოლოკის ან ვარდის ყლორტია, დე იხაროს, სადაც მოესურვება. მაგრამ თუ იგი ცუდი მცენარეა. მაშინვე უნდა ამოიძირკვოს.

Jeigu tas daigelis ridikėlio ar rožės, jam leidžiama augti, kaip jis nori. Bet jei piktžolės, vos tik jį atpažįsti, turi tuoj pat išrauti.

პატარა უფლისწული პლანეტაზე თურმე ბაობაბების საშინელი თესლი გაჩენილა… ეს თესლი მთელი პლანეტის ნიადაგს მოსდებია.

Ir štai mažojo princo planetoje buvo siaubingų sėklų… baobabų sėklų. Jos buvo užkrėtusios visą planetos žemę.

ბაობაბი კი ისეთი მცენარეა, რომ დროზე თუ არ მიხედე, მერე ვეღარ მოიცილებ. მთელ პლანეტას მოედება, ღრმად გაიდგამს ფესვებს და თუ პლანეტა ძალიან პატარაა, ბაობაბი კი ბევრი, მათ შეუძლიათ ნაფლეთებად აქციონ იგი!

Mat jei baobabo imsiesi per vėlai, paskui niekaip juo neatsikratysi. Jis užkariaus visą planetą. Tiesiog pervers ją savo šaknimis. Ir jei planeta labai maža, o baobabų pernelyg daug, jie susprogdina ją.

— მთავარია დისციპლინა, — მითხრა პატარა უფლისწულმა, — როგორც კი დილით ხელ-პირს დაიბან, გულმოდგინედ უნდა შეუდგე შენი პლანეტის დასუფთავებას. როგორც კი შეამჩნევ ბაობაბის ახლადამოწვერილ ყლორტებს და მიხვდები, რომ ეს ბაობაბია და არა ვარდის ბუჩქი, რომელსაც იგი თავდაპირველად ძალიან ჰგავს, ხელადვე უნდა ამოძირკვო. ეს ძალიან მოსაბეზრებელი საქმეა, მაგრამ ძალიან ადვილიც.

Baobabai — Reikia laikytis drausmės, — vėliau man paaiškino mažasis princas. — Rytą nusiprausk ir susitvarkyk pats, o paskui kruopščiai apsišvarink savo planetoje. Baobabus turi prisiversti rauti nuolat, vos tik gali juos atskirti nuo rožių krūmų: kol jaunučiai, vienų ir kitų daigai nepaprastai panašūs. Darbas labai nuobodus, bet labai lengvas.

ერთხელ პატარა უფლისწულმა მირჩია კარგად დამეხატა ბაობაბი, რომ ჩვენი ქვეყნის ბავშვებს უკეთ გაეგოთ ყველაფერი.

Vieną dieną jis man patarė nuoširdžiai pasistengti ir nupiešti gražų piešinį, kad jį gerai įsimintų mano planetos vaikai.

„თუ ოდესმე იმოგზაურებენ — მითხრა მან, — გამოადგებათ. ზოგიერთი სამუშაოს სახვალიოდ გადადებას ზიანი არ მოაქვს, მაგრამ როცა საქმე ბაობაბს ეხება, დაყოვნება დამღუპველია. მე ერთი პლანეტა ვიცოდი, სადაც ზარმაცი კაცი ცხოვრობდა. მან დროზე ვერ შენიშნა სამი პატარა ბუჩქი და…“

— Jeigu jie kada nors sumanys keliauti, — aiškino jis, — jiems galės praversti. Kartais kokį darbelį galima atidėti ir vėlesniam laikui. Bet jeigu duosi valią baobabams, ištiks katastrofa. Žinojau vieną planetą, kurioje gyveno tinginys. Jis neišrovė trijų krūmų…

პატარა უფლისწულის მონაყოლის მიხედვით მე დავხატე ის პლანეტა. ძალიან არ მიყვარს მორალისტის ტონით ლაპარაკი, მაგრამ რადგან ბევრმა არ იცის, რა საფრთხე მოელის ადამიანს, თუ იგი ასტეროიდზე მოხვდა, გადავწყვიტე დავარღვიო ჩემი ჩვეულება და ვამბობ:

Mažasis princas man viską paaiškino, ir aš nupiešiau tą planetą. Aš visai nemėgstu pamokslauti. Bet apie baobabų keliamą pavojų tiek mažai žinoma, o pavojus pasiklysti asteroide toks didelis, kad šįkart pamiršiu santūrumą.

„ბავშვებო! უფრთხილდით ბაობაბს!“ მინდა ჩემს მეგობრებს დავანახო ის საფრთხე, რომელიც მათ დიდი ხანია ემუქრება და ვერ ხედავენ, ისევე როგორც მე ვერ ვხედავდი. ამიტომ ვიშრომე ამდენი ამ სურათზე და არც ვნანობ.

Taigi sakau: „Vaikai, saugokitės baobabų!“ Aš tiek plušau prie šio piešinio — norėjau įspėti savo draugus apie pavojų, kuris jų, kaip ir manęs, jau seniai tykojo, tik apie jį jie nieko nežinojo. Pamoka buvo verta įdėto vargo.

იქნებ მკითხოთ, რატომ არ არის ამ წიგნში სხვა ისეთი დიდი ნახატი, როგორიც ამ ბაობაბების სურათია. პასუხი მარტივია: ვეცადე, მაგრამ ვერ შევძელი. ხოლო როცა ბაობაბებს ვხატავდი, შეგნებული მქონდა, რომ ამ სურათის დახატვა აუცილებელი იყო და ეს შეგნება მაძლევდა ძალას.

Bet jūs veikiausiai paklausite: kodėl gi šioje knygelėje nėra daugiau tokių įspūdingų piešinių kaip šis, vaizduojantis baobabus? Atsakysiu labai paprastai: aš stengiausi, bet man nepavyko. O piešiant baobabus mane įkvėpė jausmas, kad tai nepaprastai skubu.

თავი VI

VI

ო, პატარა უფლისწულო. მე თანდათან შევიტყვე შენი სევდიანი ცხოვრების ამბავი. დიდი ხნის განმავლობაში შენი ერთადერთი გასართობი ჩამავალი მზის ცქერა ყოფილა. ეს ახალი აბავი ჩვენი გაცნობის მეოთხე დღეს შევიტყვე, როცა მითხარი:

Ak, mažasis prince! Pamažu aš supratau, koks liūdnas tavo mažutis gyvenimas. Ilgą laiką tu teturėjai vieną pramogą ir malonumą: stebėti saulėlydžius. Šią naują smulkmeną sužinojau ketvirtosios dienos rytą, kai pasakei:

— ძალიან მიყვარს მზის ჩასვლა: წამოდი, ვუცქიროთ.

— Man patinka saulėlydžiai. Eime pažiūrėti saulėlydžio…

— კი მაგრამ, საჭიროა დავიცადოთ…

— Bet reikia palaukti…

— რას უნდა დავუცადოთ?

— Ko palaukti?

— მზის ჩასვლას.

— Palaukti, kol leisis saulė.

თავდაპირველად ჩემმა ნათქვამმა ძალიან გაგაოცა, შემდეგ კი ჩაგეცინა და მითხარი:

Iš pradžių atrodei labai nustebęs, paskui nusijuokei iš savęs ir tarei:

— მუდამ შინ მგონია თავი!

— Man vis atrodo, kad aš namie!

და, მართლაც ყველამ იცის რომ, როცა ამერიკაში შუადღეა, საფრანგეთში მზე უკვე ჩადის. და თუ შეძლებ ერთ წუთში ჩახვიდე საფრანგეთში, მოუსწრებ მზის ჩასვლას.

Iš tikrųjų. Kai Jungtinėse Valstijose vidurdienis, Prancūzijoje — tai žino visi — leidžiasi saulė. Tiesiog reikėtų per minutę nukeliauti į Prancūziją ir pasigro28 žėti saulėlydžiu.

მაგრამ, სამწუხაროდ, საფრანგეთი ძალიან შორსაა. შენთვის კი, შენს პატარა პლანეტაზე, საკმარისი იყო რამდენიმე ნაბიჯზე გადაგედგა სკამი და, როცა მოისურვებდი, მაშინ დაგენახა დაისი…

Deja, Prancūzija labai toli. Tačiau tavo mažojoje planetoje užtekdavo patraukti kėdę keletą žingsnių. Ir tu galėjai stebėti sutemas kaskart, kai tik panorėdavai…

— ერთ დღეს ორმოცდასამჯერ ვუცქირე მზის ჩასვლას!

— Vieną dieną mačiau leidžiantis saulę keturiasdešimt keturis kartus!

და ცოტა ხნის დუმილის შემდეგ დასძინე:

O po valandėlės pridūrei:

— როცა ადამიანს უმძიმს, მზის ჩასვლის ცქერა უყვარს…

— Žinai… kai tau labai liūdna, gera žiūrėti į saulėlydžius…

— მაშ იმ დღეს, როცა ორმოცდასამჯერ უცქირე მზის ჩასვლას, ძალიან გიმძიმდა?

— Ar tądien, kai matei keturiasdešimt keturis saulėlydžius, tau buvo labai liūdna?

პატარა უფლისწულმა ხმა არ გამცა.

Bet mažasis princas neatsakė.

თავი VII

VII

მეხუთე დღეს, ამჯერადაც ბატკნის წყალობით, ფარდა აეხადა პატარა უფლისწული ცხოვრების საიდუმლოს. უეცრად, თითქოს ამ კითხვამდე დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მივიდაო, შემეკითხა:

Penktąją dieną — ir vėl padėjo avelė — man buvo atskleista mažojo princo gyvenimo paslaptis. Staiga, tarsi būtų priėjęs prie išvados po ilgų tylių apmąstymų, jis manęs tiesiai paklausė:

— თუ ბატკანი ბუჩქებს ჭამს, ყვავილიც ხომ შეიძლება შეჭამოს?

— Jeigu avelė ėda krūmus, vadinasi, ėda ir gėles?

— ბატკანი, — მივუგე მე, — ყველაფერს ჭამს, რასაც კი მისწვდება.

— Avelė ėda viską, ką randa.

— ეკლიან ყვავილებსაც?

— Net gėles su dygliais?

— ელიანსაც.

— Taip. Net gėles su dygliais.

— მაშ, ეკალი რაღა საჭიროა?

— Tada kam reikalingi dygliai?

ეს კი აღარ ვიცოდი. იმ წუთს საქმით ვიყავი გართული. ძრავაზე ერთი ჭანჭიკი ძალზე მოჭერილი იყო და მის მოშვებას ვცდილობდი. შეშფოთებული ვიყავი, — ვხედავდი, რომ ჩემი თვითმფრინავი სერიოზულად იყო დაზიანებული, სასმელი წყალი კი უკვე მელეოდა, რაც კარგს არაფერს მიქადდა.

Aš nežinojau. Buvau labai užsiėmęs: stengiausi atsukti variklyje užsiveržusį varžtą. Labai krimtausi, nes gedimas ėmė atrodyti labai didelis, o kadangi geriamasis vanduo beveik baigėsi, baiminausi paties blogiausio.

— რაღა საჭიროა ეკალი?

— O kam reikalingi dygliai?

თუკი პატარა უფლისწული რაიმეს შეგეკითხებოდა, აღარ დაგეხსნებოდა, სანამ პასუხს არ მიიღებდა. იმ ჭანჭიკს კი მოთმინებიდან გამოვყავდი და რაც ენაზე მომადგა, ის მივუგე.

Mažasis princas niekada neužmiršdavo ko klausęs. Buvau susinervinęs dėl varžto ir atsakiau, kas užėjo ant liežuvio:

— არაფრისთვის არ არის საჭირო. ყვავილები მხოლოდ სიავით ისხამენ ეკლებს!

— Dygliai visiškai nereikalingi, gėlės juos išleidžia tiesiog iš pykčio!

— ოჰ!

— Oho!

წამით სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ კი პატარა უფლისწულმა, ცოტა არ იყოს, მკვახედ მომახალა:

Tačiau valandėlę patylėjęs jis beveik su apmaudu atsikirto:

— არა მჯერა! ყვავილი სუსტი და გულიბრყვილო არსებაა და რაც შეუძლია იმაგრებს გულს. მას ჰგონია, რომ თავისი ეკლებით თავზარს სცემს მტერს.

— Aš netikiu tavim! Gėlės silpnos. Jos naivios. Ir drąsinasi, kaip tik išmano. Jos įsivaizduoja, kad su dygliais atrodo baisios…

მე არაფერი ვუპასუხე, რადგან ჩემი დარდი მაწუხებდა: „თუ ეს ჭანჭიკი ახლაც ვერ მოვუშვი, — ვფიქრობდი გულში, — ამ ჩაქუჩით დავლეწავ-მეთქი“. მაგრამ ფიქრები კვლავ პატარა უფლისწულმა გამაწყვეტინა:

Aš nieko neatsakiau. Tą akimirką sau kartojau: „Jei neatsuksiu šio varžto, išmušiu jį plaktuku“. Mažasis princas ir vėl pertraukė mano mintis:

— და შენ ნამდვილად გგონია, რომ ყვავილი…

— Tai tu iš tikrųjų manai, kad gėlės…

— არა! არა! მე არაფერი არა მგონია. მე მხოლოდ ისა ვთქვი, რაც ენაზე მომადგა. ხომ ხედავ, როგორი სერიოზული საქმე მაქვს!

— Ne! Ne! Aš nieko nemanau! Atsakiau, kas šovė į galvą. Matai, aš užsiėmęs rimtais dalykais!

მან გაოცებით შემომხედა:

Jis pažvelgė į mane nustebęs.

— სერიოზული საქმე?

— Rimtais dalykais!

იგი დაკვირვებით შემომცქეროდა მანქანის ზეთით გათხუპნულს, რაღაც საგანზე რომ ვიყავი დახრილი, რომელივ მის თვალში ალბათ ძალიან უშნო იყო.

Žiūrėjo į mane su plaktuku rankoje, variklio alyva ištepliotais pirštais, palinkusį prie kažkokio daikto, kuris jam atrodė labai bjaurus.

— შენ დიდებივით ლაპარაკობ! — თქვა მან.

— Kalbi kaip suaugusieji!

ცოტა არ იყოს, შემრცხვა. იგი კი შეუბრალებლად განაგრძობდა.

Aš truputį susigėdau. Bet jis negailestingai pridūrė:

— ყველაფერი გეშლება… ყველაფერს ერთმანეთში ურევს!

— Tu viską maišai… viską painioji!

იგი მართლაც ძალიან იყო აღშფოთებული. თავი გაიქნია და ქარმა ოქროსფერი კულულები აუშალა.

Jis iš tikrųjų smarkiai įširdo. Purtė galvą, ir vėjas draikė auksines jo garbanas.

— მე ერთი პლანეტა მეგულება, სადაც წითური კაცი ცხოვრობს. მას არასოდეს უყნოსია ყვავილის სურნელება, არასოდეს შეუხედავს ვარსკვლავებისათვის, არასოდეს ყვარებია ვინმე და რიცხვების შეკრება-გამოკლების მეტი არაფერი გაუკეთებია. მთელი დღე შენსავით ერთსა და იმავეს იმეორებს: საქმის კაცი ვარ, სერიოზული კაცი ვარო, და ამპარტავნად იბღინძება. მაგრამ იგი კაცი ხომ არ არის. იგი სოკოა!

— Aš žinau vieną planetą, kur gyvena ponas raudonu veidu. Jis niekad neuostė gėlės. Jis niekad nepažvelgė į žvaigždę. Jis niekad nieko nemylėjo. Jis niekad nieko neveikė, tik skaičiavo. Jis, kaip ir tu, visą dieną kartoja: „Aš rimtas žmogus! Aš rimtas žmogus!“ — ir vaikšto pasipūtęs it kalakutas. Bet jis ne žmogus, jis grybas!

— რა არის?

— Kas?

— სოკო!

— Grybas!