Küçük Prens / პატარა უფლისწული — w językach tureckim i gruzińskim. Strona 3

Turecko-gruzińska dwujęzyczna książka

Antoine de Saint-Exupéry

Küçük Prens

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი

პატარა უფლისწული

Küçük Prens’in öfkeden yüzünün rengi atmıştı.

პატარა უფლისწული მთლად გაფითრდა მრისხანებისაგან.

“Çiçeklerin milyonlarca yıldır dikenleri var. Yine de milyonlarca yıldır koyunlar onları yer. Şimdi, çiçeklerin bunca güçlüğe göğüs gerip hiçbir işe yaramayacak dikenleri neden büyüttüklerini anlamaya çalışmak önemli değil mi sence? Koyunlarla çiçekler arasındaki savaş önemli değil mi? Kızarık suratlı şişko bir bayın toplama işlemlerinden daha mı az önemli?

— მილიონი წლებია ყვავილები ეკლებს ისხამენ, მილიონი წლებია ბატკნები ყვავილებს მაინც ჭამენ. ნუთუ სერიოზული საქმე არ არის იმის გაგება, რატომ შრომობენ ყვავილები ეკლების გამოსასხმელად, რომლებიც მათ არაფრად არგიათ. ნუთუ არაფერია ის, რომ ბატკნები და ყვავილები ერთმანეთს მტრობენ? განა ეს უფრო მნიშვნელოვანი და უფრო სერიოზული არ არის, ვიდრე იმ ჩასუქებული წითელი ვაჟბატონის არითმეტიკა?

Ya ben kendi gezegenimden başka hiçbir yerde yetişmeyen, eşine rastlanmadık bir çiçek tanıyorsam ve günün birinde ne yaptığını bilmeyen bir koyun onu bir lokmada yutuverirse, sence önemli değil mi bu?”

თუ მე ქვეყნად ერთადერთი ყვავილი მეგულება, რომელიც მხოლოდ ჩემს პლანეტაზე ხარობს, და თუ პატარა ბატკანს ერთ მშვენიერ დღეს შეუძლია მოსპოს იგი, ისე რომ არც კი იცოდეს რას აკეთებს, განა ეს მნიშვნელოვანი არ არის?

Kıpkırmızı kesilmişti.

პატარა უფლისწულს სახე წამოუფაკლდა.

“Sevdiğiniz çiçek milyonlarca yıldızdan yalnız birinde bile bulunsa yıldızlara bakmak mutluluğumuz için yeterlidir. ‘Çiçeğim işte şunlardan birinde,’ deriz kendi kendimize. Ama bir de koyunun çiçeği yediğini düşün, bütün yıldızlar bir anda kararmış gibi gelir. Bu mu önemli değil?”

— თუ ადამიანს უყვარს ყვავილი, რომლის მაგვარი არცერთ ვარსკვლავზე არ მოიძებნება, ეს საკმარისია, რომ იგი ბედნიერი იყოს ამ ვარსკვლავის დანახვაზე. „იქ, სადღაც, ჩემი ყვავილი ხარობს…“ — ფიქრობს იგი. მაგრამ თუ ყვავილი ბატკანმა შეჭამა, მისთვის ყველა ვარსკვლავი ჩაქრება ცაზე! და ეს მნიშვნელოვანი არ არის?

Arkasını getiremedi. Hıçkırıklar boğazını tıkamıştı. Gece iniyordu. Aletleri attım elimden. Artık çekicin, vidanın, susuzluğun ya da ölümün ne önemi vardı ki? Yıldızın birinde, bir gezegende, benim gezegenimde, Dünya’da, avutulmak isteyen bir Küçük Prens vardı şimdi. Onu kollarıma aldım, salladım. Dedim ki:

მან მეტი ვერაფერი თქვა და უეცრად აქვითინდა. ბინდი ჩამოწვა. მე დავყარე ჩემი იარაღები. რა ფასი ჰქონდა ახლა ჩემს ჩაქუჩს, ჭანჭიკს, წყურვილს ან სიკვდილს, როცა ერთადერთ ვარსკვლავზე, ერთ პლანეტაზე, ჩემს პლანეტაზე — დედამიწაზე — პატარა უფლისწულს ნუგეში სჭირდებოდა! მე ხელში ავიყვანე იგი და დავარწიე. თან ვარწმუნებდი:

“Sevdiğin çiçeğe bir şey olmayacak. Bir tasma çizerim koyunun için. Çiçeğin için de bir çit çizerim. Sonra…”

„ყვავილს, რომელიც შენ გიყვარს, არ ელის საფრთხე… მე დაგიხატავ პირსაკრავს ბატკნისათვის… მე დაგიხატავ ჯავშანს ყვავილისათვის… მე…“

Ne diyeceğimi kestiremiyordum. Kendimi çok beceriksiz buluyordum. Ona nereden yaklaşılır, nasıl ulaşılır bilmiyordum… Ne kavranılmaz bir yer şu gözyaşı ülkesi.

აღარ ვიცოდი, რა მეთქვა, არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, როგორ ჩავწვდომოდი მის სულს, როგორ ამოვდგომოდი მხარში… ცრემლების ქვეყანა ხომ ისეთი იდუმალებით მოცული სამყაროა.

VIII

თავი VIII

Çok geçmeden o çiçeği daha iyi tanıdım. Küçük Prens’in gezegeninde çiçekler gösterişsiz, yalnız bir dizi taçyaprakla donanmış oluyorlardı; yer kaplamıyorlar, kimseyi tedirgin etmiyorlardı. Bakıyorsunuz bir sabah otlar arasında beliriyor, akşama kalmadan usulca sönüp gidiyorlardı.

მალე შემთხვევა მომეცა უფრო ახლოს გამეცნო ეს ყვავილი. პატარა უფლისწულის პლანეტაზე ყოველთვის ხარობდნენ უბრალო ყვავილები, რომლებსაც ფურცლები მხოლოდ ერთ წყებად ჰქონდათ, ძალიან მცირე ადგილი ეკავათ და არავის აწუხებდნენ თავიანთი არსებობით. დილით ისინი მორცხვად გამოიხედავდნენ ბალახებიდან და იმავე საღამოს ქრებოდნენ.

Küçük Prens’in çiçeği, günün birinde, bilmediği bir yerden, rüzgârın önüne katılıp gelen bir tohumdan sürmüştü. Küçük Prens, gezegenindeki öbür filizlere benzemeyen bu filizi çok yakından izlemişti. Yeni bir baobab türü de olabilirdi çünkü.

ერთ დილას კი თესლიდან, რომელიც არავინ იცის, საიდან გაჩნდა პატარა უფლისწულის პლანეტაზე, მოულოდნელად ახალი ყლორტი ამოიზარდა. პატარა უფლისწული ყურადღებით დააცქერდა ახალ მორჩს, რომელიც მისი პლანეტის არცერთი სხვა მცენარის ღეროს არ ჰგავდა. ხომ შეიძლებოდა, რომ იგი ბაობაბის ახალი ჯიში ყოფილიყო?

Ama filiz bir süre sonra boy atmayı durdurdu, çiçek vermeye hazırlandı. Koca bir tomurcuğun oluşmasına tanıklık eden Küçük Prens, bunda doğaüstü bir güzelliğin saklanmış olduğunu sezinledi. Nedir ki çiçecik, güzelliği için gerekli hazırlıkları yeşil odasının çatısı altında tamamlamakla yetiniyordu.

მაგრამ ბუჩქმა მალე შეწყვიტა ზრდა და კოკორი გამოიღო. პატარა უფლისწულმა, რომელსაც არასოდეს ენახა ასეთი კოკორი, მაშინვე იგრძნო, რომ რაღაც სასწაული უნდა მომხდარიყო. ყვავილს კი ჯერ არ დაემთავრებია მორთვა-მოკაზმვა თავის მწვანე სანთიობოში.

Kılı kırk yararak seçiyordu renklerini. Uslu uslu süsleniyordu. Taçyapraklarını teker teker takıştırıyordu. Öyle herkesin bildiği gelincikler gibi buruşuk giysilerle çıkmak istemiyordu ortalığa. Göz alıcı güzelliğini eksiksiz sunmak istiyordu. Eee, ne demeli? Gösteriş meraklısının biriydi işte!

იგი გულდასმით ირჩევდა ფერებს და ნელ-ნელა იმოსებოდა საგანგებოდ შერჩეული ნაირ-ნაირი ფურცლებით. მას არ სურდა ულაზათოდ მოსულიყო ამქვეყნად, როგორც ეს მინდვრის ყაყაჩოებს სჩვევიათ ხოლმე. სურდა ყველასათვის მოეჭრა თვალი თავისი სინატიფით. იგი დიდი კეკლუცი არსება იყო!

Kısaca, gizemli hazırlığı günlerce sürdü. Ve bir sabah tam gün doğarken püskürüverdi birdenbire.

მისი საიდუმლო სამზადისი კარგა ხანს გრძელდებოდა. და აი ერთ დილას, ამოვიდა თუ არა მზე, იგი გაიფურჩქნა.

Bunca titizlenmeden sonra esneyerek:

და, თითქოს ასე გულმოდგინედ არ ემზადებოდაო, დაამთქნარა და წარმოთქვა:

“Daha tam uyanmış değilim,” demesin mi! “Kusuruma bakmayın. Yapraklarımı bile iyice toparlayamadım daha.”

— ოჰ! ძლივს არ გავიღვიძე… გთხოვთ მომიტევოთ…. ჯერ დავარცხნილიც არა ვარ.

Küçük Prens onu çok beğendiğini gizleyemedi:

პატარა უფლისწულმა ვერ დაფარა თავისი აღტაცება:

“Ne kadar güzelsiniz!”

— რა მშვენიერი ხართ!

“Yaa?” dedi çiçek tatlı bir sesle. “Güneş’le aynı anda doğduk da…”

— მართლა? — ნაზად მიუგო ყვავილმა. — მე ხომ მზესთან ერთად დავიბადე.

Küçük Prens anladı ki pek alçakgönüllü bir çiçek karşısında değil. Ama iyiden iyiye etkilenmişti.

პატარა უფლისწული, რა თქმა უნდა, მიხვდა, რომ იგი მაინცა და მაინც კდემამოსილი არ იყო, მაგრამ, სამაგიეროდ, მომხიბვლელი რამ იყო!

“Sanırım kahvaltı saatindeyiz,” dedi çiçek, “bana bir şeyler getirebilir misiniz?”

— მგონი საუზმის დროა, — დასძინა ცოტა ხნის შემდეგ ყვავილმა. — იქნებ გაისარჯოთ და იზრუნოთ ჩემზე…

Şaşkına dönen Küçük Prens koşup bir ibrik taze su getirdi, çiçeği suladı.

პატარა უფლისწული ძალიან შეცბუნდა, მერე სარწყული მოიტანა და ყვავილი წყლით მორწყო.

Çiçeğin bu gereksiz çalımı gücüne gitmişti Küçük Prens’in. Dayanılacak gibi değildi. Sözgelimi bir gün dört dikeninden söz ederken şöyle demişti:

მალე ყვავილმა თავისი ცუდმედიდობით და ჭირვეულობით მთლად გააწამა საბრალო უფლისწული. ერთხელ, თავის ოთხად ოთხ ეკალზე რომ ლაპარაკობდა, უფლისწულს უთხრა:

“Bende bu dikenler varken bütün kaplanlar pençelerini bileyip gelsinler bakalım!”

— მობრძანდნენ ერთი ის ვეფხვები, ბრჭყალებს რომ უქებენ.

“Bu gezegende kaplan yoktur,” dedi Küçük Prens, “hem kaplanlar ot yemez ki zaten.”

— ჩემს პლანეტაზე ვეფხვები არ არიან, — განუმარტა პატარა უფლისწულმა, — და, ასეც რომ იყოს, ვეფხვები ბალახს არ ჭამენ.

“Ben ot değilim,” diyerek gülümsedi çiçek.

— მე ბალახი არა ვარ, — შენიშნა განაწყენებულმა ყვავილმა.

“Çok özür dilerim…”

— მომიტევეთ…

“Ben kaplanlardan filan korkmam ama rüzgâr deyince iş değişir. Bakın rüzgârdan ödüm kopar. Beni rüzgârdan koruyacak bir şeyiniz var mı acaba? Sözgelimi bir paravan…”

— ვეფხვები ვერ შემაშინებენ, მაგრამ ორპირი ქარისა კი ძალიან მეშინია. თეჯირი ხომ არა გაქვთ?

“Bir bitkinin rüzgârdan korkması olacak iş değil,” diye düşündü Küçük Prens. “Bu çiçekten bir şey anlamadım.”

„ორპირი ქარის შიში უბედურებაა მცენარისათვის, — გაიფიქრა პატარა უფლისწულმა, — ეს ყვავილი ძალიან მგრძნობიარე ყოფილა…“

“Gece fanusa koyarsınız beni. Burası çok soğuk. İyi bir yer değil. Benim geldiğim ülkede…”

რომ მოსაღამოვდება, სარქველი დამახურეთ. აქ, თქვენთან ძალიან ცივა. ძალიან მოუწყობელია აქაურობა. იქ, საიდანაც მე მოვედი…

Ama sözünü bitirmedi. Çünkü tohum olarak gelmişti, başka dünyaların nasıl olduğunu bilemezdi. Söylediği zararsız yalan yakalanınca iki, üç kez öksürdü ve Küçük Prens’i suçlamak için sözü çevirdi:

და უცებ ხმა გაკმინდა. იგი ხომ პატარა თესლის სახით მოვიდა ამ პლანეტაზე და არ შეეძლო რამე სცოდნოდა სხვა ქვეყნებზე. ასეთი მტკნარი სიცრუე რომ წამოსცდა, დარცხვენილმა ორჯერ ჩაახველა, რომ პატარა უფლისწულისთვის მისი დანაშაული ეგრძნობინებინა.

“Bir paravan istemiştim sizden.”

— თეჯირი სადაა?..

“Gidip getirecektim, siz lafa tuttuğunuz.”

— მის მოსატანად ვაპირებდი წავსლას, მაგრამ თქვენ მელაპარაკებოდით!

Üste çıkan Küçük Prens’i incitmek için daha hızlı öksürmeye başladı.

მაშინ ყვავილმა უფრო ძლიერი ხველა ატეხა, რომ პატარა უფლისწულს სინდისის ქენჯნა ეგრძნო.

Bu olaydan sonra Küçük Prens, sevgisindeki iyi niyete karşın, çok geçmeden kuşkulanmaya başladı ondan. Önemsiz sözlerinden alınmış ve büyük bir mutsuzluğa düşmüştü.

თუმცა პატარა უფლისწული თავს ევლებოდა თავის სატრფოს, მაგრამ მალე შეერყა მისდამი რწმენა. იგი გულდასმით უსმენდა მის უმართებულო სიტყვებს და ძალიან უბედურად თვლიდა თავს.

Bir gün, “Ona kulak vermemeliydim,” diye açıldı bana. “Çiçeklere hiç kulak vermemek gerek. Onlar görülmek ve koklanmak içindir. Benimkinin güzel kokusu gezegenin dört bir yanına yayılmıştı. Ama ondaki güzellikten kendime bir sevinç payı çıkaramadım. Oysa beni öylesine öfkelendiren şu pençe olayını sevecenlikle karşılamam gerekirdi.”

„არ უნდა დამეგდო მისთვის ყური, — გამანდო ერთხელ, — არასოდეს არ უნდა მოუსმინო ყვავილებს. მარტო მათი ქცერით და სურნელებით უნდა დატკბე. ჩემმს ყვავილმა მთელ ჩემს პლანეტაზე მოჰფინა სურნელება, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ დავმტკბარიყავი ამით. ვეფხვებისა და ბრჭყალების ამბებს არ უნდა გავებრაზებინე, უფრო მეტად უნდა შემბრალებოდა იგი…“

Sonra şunları ekledi:

და მერე დასძინა:

“Zaten ben hiçbir şeyin gerçeğine varamadım şimdiye kadar. Yargılarımı sözlere değil, davranışlara göre ayarlamalıydım. İşte ne güzel koku ve ışık saçıyordu bana. Onu yüzüstü bırakmam yakışık alır mıydı? Suçsuz, zavallı hesaplarının ardındaki inceliği kestirmeliydim. Çiçekler öyle değişkendir ki! Ama ben çiçeğimi gereğince sevmek için çok küçüktüm o sıralar.”

— მაშინ არაფერი გამეგებოდა! მისი საქციელისათვის უნდა მიმექცია ყურადღება და არა მისი სიტყვებისათვის. იგი მე სურნელებას მაკმევდა და ცხოვრებას მინათებდა. არ უნდა გამოვქცეოდი! მის გულუბრყვილო ოინებში მისი სინაზეც უნდა დამენახა. ყვავილი ხომ ისეთი ცვალებადია! მაგრამ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და სიყვარულის არა გამეგებოდა რა.

IX

თავი IX

Sanırım kaçarken bir yabankuşu sürüsünün göçünden yararlanmıştı. Ayrılış sabahı gezegenini derleyip topladı. Yanardağlarının lavlarını büyük bir titizlikle süpürdü. Zaten püskürür halde iki yanardağı vardı; sabah kahvaltısını ısıtmaya yetiyor da artıyordu bunlar.

თავისი პლანეტიდან გაქცევისას იგი ალბათ გარეულ ფრინველთა გუნდს შეუერთდა. იმ დილას მან საგულდაგულოდ დაალაგა თავისი პლანეტა: გულმოდგინედ ამოწმინდა მოქმედი ვულკანები. მას ორი მოქმედი ვულკანი ჰქონდა. ამ ვულკანების ცეცხლზე იმზადებდა დილით საუზმეს.

Bir de sönmüş yanardağı vardı. Ama “Ne olur ne olmaz,” diyerek onu da süpürdü. Çünkü iyi temizlenmiş yanardağlar püskürmeden, yavaş ve düzenli bir şekilde yanar. Volkanik püskürmeler ise ocaktaki alevler gibidir.

უფლისწულის პლანეტაზე ერთი ჩამქრალი ვულკანიც იყო, რომელიც ყოველი შემთხვევისათვის ასევე გულდასმით ამოწმინდა, რადგან, როგორც თვითონ ამბობდა, „არავინ იცის, რა მოხდება“. თუ ვულკანი კარგადა გაქვს გაწმენდილი, მისი ცეცხლი თანაბრად ანთია და არასოდეს ამოიფრქვევა. ვულკანის ამოფრქვევა ხომ გაუწმენდავი ღუმელის მილში გაჩენილ ხანძარსა ჰგავს.

Dünyamızdaki bütün yanardağları süpürmek biz insanların harcı değildir tabii. Başımıza dert olmaları bundandır.

დედამიწის მკვიდრნი, ძალიან პატარები ვართ და ძალგვიძს ამოვწმინდოთ ჩვენი ვულკანები. ამიტომაა, რომ მათ ამდენი უსიამოვნება მოაქვთ ჩვენთვის.

Küçük Prens, son baobab sürgünlerini sökerken içlenmişti. Bir daha geri dönemeyeceğini sanıyordu. O sabah, bu gündelik işler ne kadar tatlı geliyordu.

მართალია, გამგზავრების წინ ძალიან დანაღვლიანებული იყო, მაგრამ მაინც ამოძირკვა ახლადამოწვერილი ბაობაბის ფესვები. მას ეგონა, რომ აღარასოდეს დაბრუნდებოდა და ეს ჩვეულებრივი სამუშაო განსაკუთრებულ სიამოვნებას გვრიდა იმ დილით.

Çiçeği son bir kez sulayıp fanusu üstüne koyduğu sırada dokunsanız ağlayacak gibiydi.

როდესაც უკანასკნელად მორწყო ყვავილი და სარქველი უნდა დაეხურა, თვალები ცრემლით აევსო.

“Hoşça kal,” dedi çiçeğe.

— მშვიდობით, — უთხრა ყვავილს.

Çiçekte ses yok.

მაგრამ ყვავილმა ხმა არ გასცა.

“Hoşça kal,” dedi yine.

— მშვიდობით, — გაუმეორა პატარა უფლისწულმა.

Çiçek öksürdü. Ama nezle olduğundan değil. Neden sonra:

ყვავილმა დაახველა. მაგრამ ეს გაციების ბრალი არ იყო.

“Budalalık ettim,” dedi. “Bağışla beni. Mutlu olmaya çalış.”

— სულელი ვიყავი, — თქვა ყვავილმა ბოლოს, — მომიტევე და ეცადე ბედნიერება ჰპოვო.

Sitemsiz konuşması şaşırtmıştı Küçük Prens’i. Elinde çiçeğin camdan evi, öylece kalıverdi. Bu tatlı uysallığın nedenini kavrayamamıştı.

პატარა უფლისწული გააოცა იმან, რომ ყვავილს საყვედური არ უთქვამს. იგი ადგილზე გაქვავდა, შეცბუნებული და დაბნეული. ვერ გაეგო ამ უჩვეულო სინაზის მიზეზი.

“Sevmez olur muyum seni,” dedi çiçek. “Sevgimi anlamadınsa suç bende. Hem ne önemi var. Ama sen de az alıklık etmedin. Hadi mutlu olmaya çalış. Şu fanus da kalsın. İstemiyorum artık.”

— დიახ, მიყვარხარ, — განაგრძო ყვავილმა — ჩემი ბრალია, რომ ეს არ იცოდი. თუმცა ახლა ამას მნიშვნელობა არა აქვს. შენც ჩემსავით სულელი იყავი. გისურვებ ბედნიერებას… ეს მინის სარქველი კი გადააგდე, ახლა იგი აღარ მჭირდება.

“Ya rüzgâr?”

— კი მაგრამ, ქარი…

“O kadar da üşütmedim canım. Serin gece havası iyi gelir. Ne de olsa bir çiçeğim.”

— მე ისე გაციებული ვარ… ღამის სიგრილე მარგებს კიდეც. მე ხომ ყვავილი ვარ.

“Ya hayvanlar?”

— მაგრამ ნადირებმა რომ…

“Kelebeklerle dostluk kurmak istediğime göre iki üç tırtılın kahrını çekeceğim elbet. Kelebeklerin güzel olduğu öteden beri söylenir. Zaten başka kim gelir yanıma? Sen uzakta olacaksın. Büyük hayvanlara gelince hiçbirinden korkmuyorum. Benim de pençelerim var.”

— თუ პეპლების გაცნობა გსურს, ორი ან სამი მუხლუხოს ატანაც უნდა შესძლო. პეპლები ალბათ, ძალიან ლამაზები არიან. მათ გარდა სხვა ვინღა მომაკითხავს? შენ ხომ შორს იქნები. მეც ხომ მაქვს ბრჭყალები.

Bunu söylerken saf saf dört dikenini gösteriyordu.

და მან თავისი ოთხი ეკალი დაანახა პატარა უფლისწულს.

“Oyalanma artık. Bir kez koymuşsun aklına gitmeyi, çık git!”

— ნუღა აყოვნებ, — დასძინა მან, — ეს აუტანელია! რაკი წასვლა გადაწყვიტე, წადი.

Küçük Prens’in kendisini ağlarken görmesini istemiyordu. Çok gururlu bir çiçekti…

მას არ უნდოდა, რომ პატარა უფლისწულს მისი ცრემლები დაენახა. იგი ძალიან ამაყი ყვავილი იყო.

X

თავი X

325, 326, 327, 328, 329 ve 330’uncu asteroidlerin dolaylarında bulunuyordu. Kendini eğitmek ve boş zamanını değerlendirmek için onlara uğramaya karar verdi.

პატარა უფლისწულის პლანეტის ახლო მეზობლები იყვნენ ასტეროიდები — 325, 326, 327, 328, 329 და 330 და მან გადაწყვიტა, უწინარეს ყოვლისა, ეს პლანეტები დაეთვალიერებინა, რომ უქმად არ ყოფილიყო და ცოდნაც შეეძინა.

İlk asteroidde bir kral vardı. Bu kral kürklü ve kırmızı giysiler içinde, süssüz ama görkemli bir tahta kurulmuştu.

პირველ ასტეროიდზე ერთი მეფე ცხოვრობდა. მას ძოწეული და ყარყუმის ბეწვი ემოსა და ძალიან უბრალო, მაგრამ მაინც ძალიან დიდებულ ტახტზე იჯდა.

Küçük Prens’in geldiğini görünce, “İşte bir uyruk!” diye bağırdı.

— აა, აი ჩემი ქვეშევრდომიც! — წამოიძახა მეფემ პატარა უფლისწული დანახვისთანავე.

Küçük Prens’in tuhafına gitmişti: “Allah Allah, beni daha önce hiç görmemişken nasıl tanıdı?”

— ნეტა ვინ ვგონივარ? — გაიფიქრა პატარა უფლისწულმა. — იგი ხომ პირველად მხედავს!

Bilmiyordu ki krallar için dünya çok basittir, onların gözünde herkes uyruktur.

მან არ იცოდა, რომ მეფეები ძალიან მარტივად ხედავენ ქვეყანას: მათთვის ყველა ადამიანი ქვეშევრდომია.

Sonunda krallık edecek birini bulduğu için böbürlenen kral: “Yaklaş bakalım,” dedi, “yaklaş da daha iyi göreyim seni.”

— მომიახლოვდი, რომ უფრო კარგად დაგინახო, — ბრძანა მეფემ, რომელიც უზომოდ ამაყობდა, რომ ერთი ქვეშევრდომი მაინც ჩაიგდო ხელში.

Küçük Prens gözleriyle oturacak bir yer aradı ama o müthiş kürk bütün gezegeni kaplamıştı. Ayakta kaldı tabii yorgun olduğu için de esnedi.

პატარა უფლისწულმა თვალი მოავლო იქაურობას, — იქნებ სადმე ჩამოვჯდეო, მაგრამ ყარყუმის მშვენიერი მოსასხამი მთელ პლანეტას ფარავდა. იგი ისევ ისე იდგა ფეხზე. მერე კი დაქანცულმა უცებ დაამთქნარა.

“Bir kralın önünde esnemek görgü kurallarına aykırıdır,” dedi kral. “Bir daha tekrarlanmasın.”

— ეტიკეტის თანახმად, არავის აქვს უფლება მეფის წინაშე დაამთქნაროს, — თქვა მეფემ, — გიკრძალაც მთქნარებას.

“İstemeden oldu. Kendimi tutamıyorum,” dedi Küçük Prens utançla, “uzun bir yoldan geliyorum, hiç uyumadım da.”

— თავი ვერ შევიკავე, — მიუგო დარცხვენილმა პატარა უფლისწულმა, — დიდი ხანია გზაში ვარ და არ მიძინია.

“Öyleyse esnemeni buyuruyorum. Yıllardır esneyen birini görmedim. Bayağı merak ediyorum şu esneme denen şeyi. Hadi, bir daha esne. Bu bir buyruktur.”

— რაკი აგრეა, — თქვა მეფემ, — გიბრძანებ დაამთქნარო, დიდი ხანია არავის მთქნარება არ მინახავს, საინტერესო სანახაობაა. აბა, დაამთქნარე. ასეთია ჩემი ბრძანება.

“Korkarım esneyemeyeceğim.” Küçük Prens, utançtan kıpkırmızı kesilmişti.

— მერიდება, არ შემიძლია… — ამოილუღლუღა პატარა უფლისწულმა და გაწითლდა.

“Hımm,” dedi kral, “öyleyse bazen esne, bazen de…”

— ჰმ, ჰმ… რაკი ეგრეა, გიბრძანებ ხან ამთქნარო, ხან კიდევ…

Sözlerini birbirine karıştırdı. Canı sıkılmışa benziyordu.

მეფემ რაღაც წაიბურტყუნა და თითქოს გაბრაზდა კიდეც.

Çünkü kralın asıl istediği otoritesine saygı gösterilmesiydi. Karşı gelinmesini hoş görmezdi. Mutlak bir kraldı. Bununla birlikte, iyi bir adam olduğu için hep akla yakın buyruklar verirdi.

მეფისათვის ყველაზე მთავარი ის იყო, რომ უყოყმანოდ დამორჩილებოდნენ მის ბრძანებას. იგი ვერ იტანდა ურჩობას. იგი აბსოლუტური მონარქი იყო, მაგრამ ვინაიდან კეთილი მეფე იყო, გონივრულ ბრძანებებს იძლეოდა.

“Eğer ben bir generale,” diye örnek gösterirdi, “eğer bir generale bir martı olmasını buyurursam, sözü edilen general de dediğimi yapmazsa, suç onun değil benimdir.”

„თუ ჩემს გენერალს ვუბრძანე, თოლიად იქცეს, და მან ბრძანება ვერ შეასრულა, ეს ჩემი ბრალი იქნება და არა მისიო“, — ამბობდა იგი.

“Oturabilir miyim?” diye sordu Küçük Prens ürkek bir sesle.

— შეიძლება დავჯდე? — გაუბედავად შეეკითხა პატარა უფლისწული.

“Oturmanı buyuruyorum,” dedi kral. Kürkünün ucunu azıcık çekti.

— გიბრძანებ დაჯდე, — მიუგო მეფემ და ზვიადად აიკრიფა ყარყუმის მოსასხამის კალთა.

Küçük Prens’in aklı almıyordu. Gezegen küçücüktü. Neyi yönetebilirdi bu kral?

პატარა უფლისწული გაოცებული იყო: პლანეტა ასე პატარაა და ვისზე მბრძანებლობს ეს ხელმწიფეო.

“Majeste,” dedi, “bir şey soracağım, beni bağışlayınız.”

— თქვენო უდიდებულესობავ, ნება მიბოძეთ, ერთი რამ გკითხოთ.

“Bana bir şey sormanı buyuruyorum.”

— გიბრძანებ მკითხო, — სწრაფად მიუგო მეფემ.

“Majesteleri neyi yönetiyorlar?”

— თქვენო უდიდებულესობავ… ვისზე მბრძანებლობთ?

“Her şeyi,” dedi kral büyük bir alçakgönüllülük içinde.

— ყველაფერზე, — უბრალოდ მიუგო მეფემ.

“Her şeyi mi?”

— ყვალფერზე?

Kral kendi gezegenini, öbür gezegenleri ve bütün yıldızları gösterdi.

მეფემ თავის პლანეტაზე, მეზობელ პლანეტებზე და ვარსკვლავებზე მიუთითა.

“Bütün bunların hepsini mi?” dedi Küçük Prens.

— ნუთუ ეს ყველაფერი თქვენი საბრძანებელია? — ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

“Bütün bunların hepsini.”

— ყველაფერი, — მიუგო მეფემ.

Çünkü yalnız mutlak bir kral değil, evrensel bir kraldı da.

იგი ხომ არა მარტო აბსოლუტური მონარქი, არამედ მსოფლიო მონარქიც იყო.

“Yani yıldızlar da size boyun eğiyor?”

— ვარსკვლავებიც თქვენ გემორჩილებათ?

“Ne sandın? Bir dediğimi iki etmezler. Kargaşaya izin vermeyen bir kralım ben.”

— რა თქმა უნდა, — მიუგო მეფემ. — ისინი დაუყოვნებლივ ასრულებენ ჩემს ნება-სურვილს. ურჩობას ვერ ვიტან.

Küçük Prens kralın gücüne hayran olmuştu. Kendinde de böyle bir güç olsaydı neler istemezdi. Önce aynı günde ve iskemlesini hiç kımıldatmadan sadece kırk dört değil, belki yetmiş iki, hatta yüz, hatta hatta iki yüz kez günbatımı görmeyi buyururdu.

ასეთმა ძალაუფლებამ აღტაცებაში მოიყვანა პატარა უფლისწული. მას რომ ამდენი ძალა ჰქონოდა, მზის ჩასვლას ორმოცდაოთხჯერ კი არ იხილავდა, არამედ სამოცდათორმეტჯერ, ასჯერ და ორასჯერაც კი, ისე რომ ერთხელაც არ გადაადგილებდა სკამს.

Bırakıp geldiği küçük gezegenin anısı hüzün vermişti ona.

თავის მიტოვებული პლანეტის მოგონებაზე პატარა უფლისწულს სევდა შემოაწვა და ამან გააბედვინა, რომ ეთხოვნა:

“Bir günbatımı görmek isterdim… Acaba? Lütfeder misiniz? Güneşe batması için buyurur muydunuz?”

— მინდოდა მზის ჩასვლა მენახა… მოიღეთ მოწყალება… უბრძანეთ მზეს, რომ ჩავიდეს…