Gruzińsko-kazachska dwujęzyczna książka
და მცირე ხნის ფიქრის შემდეგ დასძინა:
Бірақ біраз ойланып тұрды да, былай деді:
— არ არის „მოშინაურება“?
— «Қолға үйрету» деген нені білдіреді?
— შენ აქაური არ უნდა იყო, — უთხრა მელიამ, — რას დაეძებ აქ?
— Сен жатжерлік екенсің, — деді түлкі. — Бұл жерде не іздеп жүрсің?
— ადამიანებს დავეძებ, — თქვა პატარა უფლისწულმა — რა არის „მოშინაურება“?
— Адамдарды іздеп жүрмін, — деді Кішкентай ханзада. — «Қолға үйрету» деген нені білдіреді?
— ადამიანებს, — თქვა მელიამ, — თოფები აქვთ და ნადირობენ. ეს სახიფათო რამაა. მაგრამ მათ ქათმებიცა ჰყავთ. ამის გარდა ისინი კარგს არაფერს აკეთებენ. ქათმებს ხომ არ დაეძებ?
— Адамдар, — деді түлкі, — олар мылтық ұстап, аң аулайды. Бұл өте ыңғайсыз нәрсе. Тағы олар тауық өсіреді. Бар жақсылықтары сол. Сен тауық іздеп жүрген жоқсың ба?
— არა, — მიუგო პატარა უფლისწულმა. — მე მეგობრებს დავეძებ. რას ნიშნავს „მოშინაურება“?
— Жоқ, деді Кішкентай ханзада, — мен дос іздеп жүрмін. «Қолға үйрету» деген нені білдіреді?
— ეს ისეთი რამაა, რაც დიდი ხანია დავიწყებას მიეცა. იგი მიჩვევას ნიშნავს.
— Бұл көбінесе ұмытылып кететін нәрсе, — деді түлкі. — Ол дегеніміз «байланыс туғызу…»
— მიჩვევას?
— Байланыс туғызу?
— სწორედ მაგას, — მიუგო მელიამ. — შენ ჩემთვის ჯერჯერობით მხოლოდ ერთი პატარა ბიჭი ხარ, ისეთივე, როგორიცაა ასი ათასი სხვა პატარა ბიჭი, და სრულებით არა მჭირდები. არც მე ვარ შენთვის საჭირო. შენთვის მე მხოლოდ ისეთი მელია ვარ, როგორიცაა ასი ათასი სხვა მელია. მაგრამ, თუ მომიშინაურებ, ჩვენ საჭირონი გავხდებით ერთმანეთისთვის. შენ ერთადერთი იქნები ამქვეყნად ჩემთვის და მეც ერთადერთი ვიქნები შენთვის…
— Әрине, — деді түлкі. — Сен мен үшін дүниедегі жүз мыңдаған кішкене балалардың бірісің. Сондықтан да сенің маған керегің жоқ. Ал менің саған түкке де қаажетім жоқ. Мен сен үшін жүз мыңдаған түлкінің бірі ғанамын. Егерде сен мені қолға үйретсең, онда біз бір-бірімізді қажет етеміз. Сен мен үшін бүкіл әлемдегі бір ғана жан болар едің. Мен де сенің жалпақ дүниедегі жалғызың боламын…
— მგონი მიგიხვდი, — თქვა პატარა უფლისწულმა… — ერთ ყვავილს ვიცნობ… მან, მგონი, მომიშინაურა…
— Мен түсіне бастааған сияқтымын, — деді Кішкентай ханзада. Бір гүл бар… меніңше ол менің қолға үйретіп алған сияқты…
— შეიძლება, — მიუგო მელიამ, — რა არ ხდება ამ დედამიწაზე.
— Әбден мүмкін, — деді түлкі. Жер бетінде неше түрлі нәрселер болып жатады…
— ო, არა, ეს დედამიწაზე არ მომხდარა, — თქვა პატარა უფლისწულმა.
— Бұл жер бетінде болған жоқ, — деді Кішкентай ханзада.
მელიას ცნობისმოყვარეობა და გაოცება დაეტყო.
Түлкі таң қалған кейіппен:
— სხვა პლანეტაზე მოხდა?
— Басқа планетада ма?
— დიახ.
— Иә.
— მონადირეები თუ არიან იმ პლანეტაზე?
— Ол планетада аңшылар бар ма?
— არა.
— Жоқ!
— საინტერესოა! ქათმები?
— Міне, қызық! Ал тауықтар ше?
— არა.
— Жоқ.
— სრულყოფილი არაფერია ქვეყნად, — ამოიოხრა მელიამ.
—Кемшіліксіз нәрсе болмайды, — деді түлкі күрсініп.
და ისევ დაუბრუნდა თავის იდეას.
Сәлден соң түлкі сөзін жалғастырды:
— ერთფეროვანია ჩემი ცხოვრება. მე ქათმებზე ვნადირობ, ადამიანები ჩემზე ნადირობენ. ყველა ქათამი ერთმანეთსა ჰგავს და ყველა ადამიანი ერთმანეთსა ჰგავს. ცოტათი მომწყინდა მაგრამ, შენ თუ მომიშინაურებ, ჩემი ცხოვრება გაცისკროვნდება. შენი ნაბიჯის ხმას ყველა ნაბიჯის ხმაში გამოვარჩევ. ახლა ნაბიჯის მოახლოებაზე სოროში ვიმალები. შენი ნაბიჯის ხმა კი სიმღერასავით ჩამესმება და სოროდან გამომიყვანს.
— Менің өмірім бір қалыпты өтуде. Мен тауықтарды аңдимын, адамдар мені аңдиды. Тауықтардың бәрі бірдей. Адамдар да бір-бірінен аумайды. Тіпті ішің пысатын жағдай. Ал егер сен мені қолға үйретсең, менің өмірім күн сәулесіндей нұрланып шыға келер еді. Мен ерекше естілетін басқан қадамыңның сыбдырын өзгелерден ажырата білер едім. Ал өзгелердің тықыры мені жер астындағы ініме тығылуға мәжбүр етеді. Сенің басқан қадамың жанға жайлы әуендей мені інімнен шығауға шақырар еді.
ხედავ, იქ პურის ყანები რომ ბიბინებს? მე პურს არა ვჭამ. არც ხორბალი მჭირდება, პურის ყანა არაფერს არ მაგონებს. და ეს გულსა მწყვეტს! მაგრამ შენ ოქროსფერი თმა გაქვს. რა კარგი იქნება, რომ მომიშინაურებდე! მაშინ ეს ოქროსფერი ყანა შენს თავს მომაგონებს და მეყვარება ყანის შრიალი ქარში…
Енді анаған қара! Сонау жердегі егіндікті көріп тұрсың ба? Мен нан жемеймін. Бидайдың маған керегі шамалы. Егін алқабы маған еш сезім тудырмайды. Міне, бұл көңілсіз жайт. Ал сенің шашың алтындай. Сен мені қолға үйреткеннен кейін қандай керемет болады десеңші! Алтын бидай сені еске алып отыратын болады. Сонда мен бидайды тербеген желдің сыбдырын жақсы көріп кетер едім…
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
Түлкі сөзін тыйып, Кішкентай ханзадаға ұзақ телміре қарап қалды да:
— მომიშინაურე!.. — შეევედრა იგი უფლისწულს.
— Өтінемін, мені қолға үйретші! — деді ол ақырында.
— სიამოვნებით მოგიშინაურებდი, — მიუგო პატარა უფლისწულმა — მაგრამ ძალიან ცოტა დრო მაქვს. მეგობრები უნდა ვიპოვო და ბევრი რამ გავიგო.
— Қуана-қуана келісер едім, — деп жауап қатты Кішкентай ханзада, — әттең, уақытым аз. Мен жаңа достар тауып, көп нәрселерді танып-білуім керек.
— მხოლოდ იმის გაგება შეიძლება, ვისაც მოიშინაურებ, — თქვა მელიამ. — ახლა ადამიანებს დრო არა ჰყოფნით რაიმე გაიგონ. ისინი მხოლოდ მზამზარეულ საგნებს ყიდულობენ მაღაზიებში, მაგრამ ქვეყნად არ მოიძებნება ისეთი მაღაზია, სადაც მეგობრის შეძენა შეიძლებოდეს. და ადამიანებსაც მეღარ უპოვიათ მეგობარი. თუ მეგობარი გსურს, მე მომიშინაურე.
— Адам қолға үйреткен нәрселерін жақсы біледі, — деді түлкі. Адамдар бірдеңе білейін деп талпынбайды, оған тіпті уақыттары жоқ. Олар саудагерлерден дап-дайын заттарды сатып алады. Дайын достар сататын дүкен болмағандықтан, адамдар достарсыз қалды. Егер сен досың болғанын қаласаң, мені қолға үйрет!
— როგორ უნდა მოგიშინაურო? — ჰკითხა პატარა უფლისწულმა.
— Ол үшін не істеу керек? — деді Кішкентай ханзада.
— ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, — მიუგო მელიამ. — ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები…
— Ол үшін сабыр сақтау қажет, — деп жауап берді түлкі. — Алдымен сен менен аздап қашықтау жерде отырасың, мінеки былайша шөптің үстінде. Мен саған көзімнің қиығын саламын, ал сен үн шығарма. Сөз — түсінбестіктің бастамасы. Күн сайын жақынырақ отырып, жылжи түс…
მეორე დღეს პატარა უფლისწული ისევ მივიდა მელიასთან.
Ертесіне Кішкентай ханзада қайтып келді.
— უკეთესი იქნება, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მოხვიდე, — უთხრა მელიამ, — მაგალითად, თუ ყოველთვის ნაშუადღევის ოთხ საათზე მოხვალ, სამ საათზე უკვე ვიგრძნობ ბედნიერებას და, რაც უფრო მოახლოვდება დანიშნული დრო, მით უფრო მომემატება ხალისი. ოთხ საათზე კი მღელვარება და მოუსვენრობა შემიპყრობს და შევიცნობ ბედნიერების ფასს! მაგრამ თუ შენ სხვადასხვა დროს მოხვალ, აღარ მეცოდინება როდისთვის მოვამზადო გული შენს შესახვედრად. აქ ერთგვარი რიტუალის დაცვაა საჭირო.
— Негізінде белгілі бір уақытта келгенің дұрыс, — деді түлкі. Мысалы, егер сен түстен кейін сағат төртте келетін болсаң, мен сағат үштен бастап-ақ бақытқа бөленемін. Уақыт жақындаған сайын мен өзімді бақытты сезіне бастаймын. Сағат төртте тіпті асып-сасып, қобалжи түсемін; бақытымның бағасы сонда сонда белгілі болады! Бірақ сен ойыңа келген уақытта келе беретін болсаң, қай уақытты жүрегімді жылылыққа толтыратынымды білмей қаламын… Салтты сақтау керек.
— რიტაული რა არის? — შეეკითხა პატარა უფლისწული.
— Салт деген не? — деді Кішкентай ханзада.
— ესეც ისეთი რამაა, რაც დიდი ხანია დავიწყებას მიეცა, — მიუგო მელიამ. — რიტუალი განასხვავებს ერთ დღეს დანარჩენი დღეებისაგან, ერთ საათს — დანარჩენი საათებისაგან. მაგალითად, აქაურ მონადირეებს, ასეთი რიტუალი აქვთ: ხუთშაბათობით სოფლის გოგოებთან ცეკვავენ ხოლმე. დიდებული დღეა ხუთშაბათი! ამ დღეს ზვრებამდეც კი შემიძლია გავისეირნო. მონადირეები რომ ყოველთვის ცეკვავდნენ, მაშინ ყველა დღე ერთნაირი იქნებოდა და ვერასდროს მოვითქვამდი სულს.
— Бұл да бір ұмтылып кететін нәрсе, — деді түлкі. Ол бір күннің басқа күндерге ұқсамайтынын, бір уақыттың басқа уақыттан ерекше екенін білдіреді. Мәселен, менің аңшыларымның бір салты бар. Олар бисенбі күндері ауылдың қыздарымен би билейді. Сондықтан, бейсенбі — тамаша күн! Мен жүзімдікке дейін сейіл құрамын. Егерде аңшылар ойларына келген уақытта билей беретін болса, барлық күн бір-бірінен аумай қалатын еді де, ал мен болсам демалыстан қағылар едім.
ასე მოიშინაურა პატარა უფლისწულმა მელია. მაგრამ დადგა განშორების დღე.
Сөйтіп, Кішкентай ханзада түлкіні қолға үйретіп алды. Енді кетер уақыт жақындағанда:
— ო!.. — ამოიოხრა მელიამ, შენ რომ არ მეყოლები, ვიტირებ.
— Ой, мен жылаймын ғой! — деді түлкі.
— შენი ბრალია, — უთხრა პატარა უფლისწულმა. — მე ცუდი არაფერი მინდოდა შენთვის. შენ თვითონ მოინდომე, რომ მომეშინაურებინე…
— Өзің кінәлісің, — деді Кішкентай ханзада, мен саған еш жаманшылық ойламап едім, алайда сен қолға үйрет деп қоймадың…
— მართალია, — თქვა მელიამ.
— Иә, әрине, — деді түлкі.
— ახლა კი უნდა იტირო!
— Бірақ, сен бәрібір жылайсың ғой! — деді Кішкентай ханзада.
— მართალია.
— Әрине! — деді түлкі.
— მერე და, რა მოიგე?
— Сен бұдан ештеңе ұтпайсың ғой!
— დიახაც მოვიგე, — მიუგო მელიამ. -მოიგონე რა გითხარი ოქროსფერ თავთავებზე.
— Ұттым! — деді түлкі. Бидайдың түсі жайлы айтқаным есіңде ғой?!
და მცირე ხნის დუმილის შემდეგ დასძინა:
Сосын ол сөзін былай деп сабақтады:
— წადი, ერთხელ კიდევ ინახულე ვარდები და დარწმუნდები, რომ შენი ვარდი ერთადერთია ქვეყნად. გამოსამშვიდობებდლად რომ მობრუნდები ჩემთან, ერთ საიდუმლოს გაგიმხელ და ჩემი საჩუქარიც ეს იქნება.
— Қайта барып раушан гүлдерге көз тасташы. Сонда сен өзіңнің гүлің әлемдегі қайталанбас гүл екеніне көзің жетеді. Сен менімен қоштасуға қайта орал, сол кезде саған бір құпия сырды сиға тартамын.
პატარა უფლისწული ვარდებისკენ გაემართა.
Кішкентай ханзада раушан гүлдерді көруге қайта оралды.
— თქვენ სრულებით არ გავხართ ჩემს ვარდს, — უთხრა მათ პატარა უფლისწულმა, — თქვენ ჯერ არარანი ხართ. თქვენ ჯერ არავის მოუშინაურებიხართ. და არც თქვენ მოგიშინაურებიათ ვინმე. — თქვენ სწორედ ისეთები ხართ, როგორიც იყო ჩემი მელია, როდესაც მე პირველად შევხვდი მას. იგი არაფრით გამოირჩეოდა ასი ათასი სხვა მელიისაგან. მაგრამ მე იგი დავიმეგობრე და ახლა იგი ერთადერთია ქვეყნად.
— Сендер менің раушан гүліме түк те ұқсамайсыңдар, сендер түкке де татымайсыңдар! — деді ол гүлдерге. — Сендерді ешкім қолға үйреткен емес, сендер де ешкімді қолға үйреткен жоқсыңдар. Бұрын менің түлкім де сен сияқты жүрген. Жүз мыңдаған түлкіден оның да айырмашылығы жоқ-ты. Бірақ мен оны дос қылдым, енді ол — жалпақ дүниедегі жалғыздың өзі.
ყვავილებმა ეს სიტყვები ძალიან ითაკილეს.
Раушан гүлдер ыңғайсызданып қалды.
— თქვენ მშვენიერი ხართ, მაგრამ ცარიელნი, — განაგრძო მან. — არავინ გასწირავს თქვენთვის თავს. ჩვეულებრივი გამვლელი, რა თქმა უნდა, იტყვის, რომ ჩემი ვარდი თქვენისთანაა, მაგრამ იგი ყველა ვარდზე ძვირფასია ჩემთვის, რადგან მას ვრწყავდი ყოველდღე, მას ვახურავდი მინის სარქველს, მას ვაფარებდი თეჯირს, რომ ქარს არ შეეწუხებინა. მისი გულისთვის ვხოცავდი მუხლუხებს (თუმცა ორი თუ სამი მუხლუხი არ მოვკალი და ისინი პეპლებისთვის დავტოვე) და მხოლოდ მას ვუსმენდი, როცა იგი საყვედურებს მეუბნებოდა ან ტრაბახობდა, ზოგჯერ მაშინაც კი ვუსმენდი, როცა დუმდა ხოლმე. იმიტომ, რომ იგი ჩემი ვარდია.
— Сендер сұлусыңдар, бірақ ойсызсыңдар, — деді ол тағы да. — Сендер ол үшін өлімге бас тіге алмайсың. Әрине, менің раушан гүлімді жай бір жүргінші көрсе, сендерге ұқсайды екен деп ойлап қалуы мүмкін. Бірақ ол мен үшін сендердің бәріңнен де қымбат, сондықтан мен оны суарғанмын. Тек сол гүлді ғана шыны қалпақтың астына қойғанмын. Сол себептен оны желге қақтырмай, қоршау орнатқанмын. Сондықтан мен сол гүл үшін ғана құрттарды өлтіргенмін (екі-үшеуін көбелек болу үшін қалдырдым). Сондықтан сол гүлдің ғана шағымына немесе мақатағанына құлақ астым, кейде тымырайып, үндемегеніне де тқздім. Өйткені ол — менің раушан гүлім.
და პატარა უფლისწული მელიასთან დაბრუნდა.
Сөйдеді де ол түлкіге қайтып оралды.
— მშვიდობით… — უთხრა მან მელიას.
— Қош бол! — деді ол…
— მშვიდობით, — მიუგო მელიამ. — აი ჩემი საიდუმლოც. იგი ძალიან უბრალოა: მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი.
— Қош бол! — деді түлкі. — Мінеки, менің құпиям. Ол өте қарапайым нәрсе: жүректің ғана көзі өткір. Ең маңызды нәрсе көзге көрінбейді.
— თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი, — გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რომ კარგად დაემახსოვრებინა ნათქვამი.
— Ең маңызды нәрсе көзге түспейді, — деді қайталап Кішкентай ханзада оны жадына сақтап қалмақшы болып.
— თავს რომ ევლებოდი შენს ვარდს, მიტომაა იგი ასე ძვირფასი შენთვის.
— Раушан гүлің үшін жұмсаған уақытың оны қымбат ете түседі.
— თავს რომ ვევლებოდი ჩემს ვარდს… — გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რომ კარგად დაემახსოვრებინა ნათქვამი.
— Раушан гүлім үшін жұмсаған уақытым… — деп қайталады Кішкентай ханзада, мұны жадына сақтап қалмақшы болғандай.
— ადამიანებმა დაივიწყეს ეს ჭეშმარიტება, — თქვა მელიამ, — მაგრამ შენ არ უნდა დაივიწყო იგი. შენ ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე. ვალდებული ხარ იზრუნო შენს ვარდზე…
— Адамдар бұл шындықты ұмытып кеткен, — деді түлкі. — Бірақ, сен оны ұмытпауың керек. Өзің қолға үйреткеніңнің қай-қайсысын болмасын, сен олар үшін әрқашан жауапты боласың. Раушан гүлің үшін жауап бересің…
— ვალდებული ვარ ვიზრუნო ჩემს ვარდზე… — გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რომ კარგად დაემახსოვრებინა ნათქვამი.
— Мен раушан гүліме жауаптымын… — деп қайталады Кішкентай ханзада, оны есіне сақтап қалмақ ниетпен.
თავი XXII
XXII
— გამარჯობა, — თქვა პატარა უფლისწულმა.
— Қайырлы күн! — деді Кішкентай ханзада.
— გაგიმარჯოს, — მიუგო მეისრემ.
— Қайырлы күн! — деді темір жол бағыттаушысы.
— რას აკეთებ აქ? — შეეკითხა პატარა უფლისწული.
— Мұнда не істеп жүрсің? — деді Кішкентай ханзада.
— მგზავრებს ვანაწილებ, — მიუგო მეისრემ, — ათას-ათას კაცად ვაჯგუფებ და ხან მარჯვნივ ვისტუმრებ და ხან მარცხნივ.
— Мен жолаушыларды мың-мыңға бөліп сұрыптаймын, — деді темір жол бағыттаушысы. Оларды бірде оң жаққа, бірде сол жаққа алып кететін пойыздарды жөнелтемін.
ამ დროს ისეთი გრუხუნით ჩამოიქროლა გაკაშკაშებულმა ჩქარმა მატარებელმა, რომ მეისრის ჯიხური შეაზანზარა.
Сол мезетте күн күркірегендей дүрсілдеп жарқыраған жүрдек пойыз темір жол бағыттаушысының үйшігін дірілдетіп жіберді.
— სად მიჰქრიან? — იკითხა პატარა უფლისწულმა. — რას დაეძებენ?
— Өздері тым асығыс қой, — деді Кішкентай ханзада. Олар не іздеп жүр?
— ეს თვითონ მემანქანემაც არ იცის, — მიუგო მეისრემ.
— Оны локомотивті басқаратын адамның өзі де білмейді, — деді бағыттаушы.
ახლა მეორე გაკაშკაშებულმა ჩქარმა მატარებელმა ჩაიგრუხუნა მეორე მიმართულებით.
Сосын қарама-қарсы бағытқа бет алған екінші бір жүрдек пойыз дүрсілдеп өте шықты.
— უკვე გამობრუნდნენ უკან? — იკითხა პატარა უფლისწულმა.
— Бірден артқа қайтып келе ме? — деді Кішкентай ханзада…
— ესენი სხვა მგზავრები არიან, — მიუგო მეისრემ.
— Бұл басқасы, — деді бағыттаушы. Орын алмасқаны ғой.
— არ მოსწონთ ის ადგილი, სადაც აქამდე ცხოვრობდნენ?
— Оларға барған жақтары ұнамағаны ма?
— არავის მოსწონს ის ადგილი, სადაც ცხოვრობს, — მიუგო მეისრემ.
— Адамның көңілі тұрған жеріне ешқашан толмайды, — деді бағыттаушы.
ამასობაში მესამე ჩქარმა მატარებელმა ჩამოიქროლა.
Сол-ақ екен, шамы жалтырап үшінші пойыздың дүрсілі пайда болды.
— ესენი პირველი მატარებლის მგზავრებს მისდევენ? — იკითხა პატარა უფლისწულმა.
— Бұлар алдыңғы жолаушыларды қуалап бара ма? — деп сұрады Кішкентай ханзада.
— არავის არ მისდევენ. — მიუგო მეისრემ. — მათ ვაგონებში სძინავთ ან სხედან და ამთქნარებენ. მარტო ბავშვები არ შორდებიან ფანჯრებს და ცხვირი სარკმლის მინაზე აქვთ მიჭყლეტილი.
— Олар ешкімді де қуалап бара жатқан жоқ, — деді темір жол бағыттаушысы. — Олар пойызда ұйықтайды немесе жай есінеп отыра береді. Тек балалар ғана терезеге мұрындарын тақап алып, сыртқа қарап отырады.
— მარტო ბავშვებმა იციან რასაც დაეძებენ, — თქვა პატარა უფლისწულმა. — ისინი თავს ევლებიან ჭინჭის თოჯინას და ამიტომაა იგი ასე ძვირფასი მათთვის. და თუ ვინმემ მათ თოჯინა წაართვა, მწარედ ტირიან.
— Тек балалар ғана өздері не іздеп жүргенін біледі, — деді Кішкентай ханзада. — Олар шүберек қуыршаққа бар уақыты мен ықыласын арнайды, сол себептен қуыршақ олар үшін тым маңызды. Ал егер оны оларлан тартып алып қойса, онда балалар жылап қалады…
— ისინი ბედნიერები არიან, — თქვა მეისრემ.
— Олар бақытты екен, — деді бағыттаушы.
თავი XXIII
XXIII
— გამარჯობა, — თქვა პატარა უფლისწულმა.
— Қайырлы күн! — деді Кішкентай ханзада.
— გაგიმარჯოს, — მიუგო ვაჭარმა.
— Қайырлы күн! — деді саудагер.
ეს იყო წყურვილის მომკვლელი აბებით მოვაჭრე. საკმარისია ერთი ასეთი აბი გადაყლაპოს კაცმა და მთელი კვირა აღარ მოწყურდება.
Бұл саудагерлер шөл қандыратын сиқыр дәрі сататын. Аптасыына бір рет қабылдасаң болғаны, шөл қыспайтын болады.
— რა საჭიროა ეს აბები? — შეეკითხა მას პატარა უფლისწული.
— Сен мұны неге сатып тұрсың? — деп сұрады Кішкентай ханзада.
— იგი დროის დიდ ეკონომიას იძლევა, — მიუგო ვაჭარმა — ექსპერიმენტებმა გამოიანგარიშეს, რომ კვირაში შეიძლება ორმოცდაცამეტი წუთი დაზოგო.
— Уақыт үнемдеу үшін, — деді саудагер. — Сарапшылар жүргізген есептің қорытындысы бойынша аптасына елу үш минут босқа ысырап етіледі екен.
— მერე რად უნდათ ეს ორმოცდაცამეტი წუთი?
— Сонда ол үнемделген елу үш минутпен не істейді?
— რამეში მოიხმარენ.
— Не істесең де өз еркің…
„მე რომ ორმოცდაცამეტი თავისუფალი წუთი მქონოდა, — გაიფიქრა პატარა უფლისწულმა, — ნელა გავისეირნებდი წყაროსაკენ…“
«Егер менің бос елу үш минутым болса, — деп ойланып қалды Кішкентай ханзада, — көкке шапшып атқан бұлақтан су ішуге асықпай барушы едім…»
თავი XXIV
XXIV
უკვე ერთი კვირა გავიდა, რაც ამ უდაბნოში მარცხი მომივიდა და სასმელი წყალის სწორედ მაშინ გამომელია, როცა პატარა უფლისწული აბებით მოვაჭრის ამბავს მიყვებოდა.
Шөл далада апатқа ұшырағала сегіз күн өткен еді. Саудагер туралы оқиғаны суымның соңғы тамшысын ішіп отырып тыңдадым.
— შენი თავგადასავალი მშვენიერია, — ვუთხარი მე პატარა უფლისწულს. — მაგრამ ხომ ხედავ, ჯერაც არ შემიკეთებია თვითმფრინავი, სასმელი წყალიც არა მაქვს და, მეც ბედნიერი ვიქნებოდი, რომ შემეძლოს ნელა გავისეირნო წყაროსკენ.
— Иә, — дедім мен Кішкентай ханзадаға, — сенің оқиғаларың өте қызық-ау, бірақ мен ұшағымды әлі жөндеп болмадым, ішер суым да бітті. Егер мен де көкке шапшыған суға қара асықпай бет алсам, өзімді бақытты сезінуші едім!
— ჩემმა მეგობარმა მელიამ მითხრა, რომ…
— Менің түлкі досым…, — деп бастап еді…
— ჩემო კარგო ბიჭო, რა დროს მელიაა!
— Менің кішкентайым, қазір түлкі туралы сөз тыңдар шамам жоқ!
— რატომ?
— Неге?
— იმიტომ, რომ წყურვილით სიკვდილი გველის.
— Өйткені шөлден қатып өлерміз…
მან ვერ გაიგო ჩემი ნათქვამი და მომიგო:
Ол менің айтқанымды ұқпастан, маған былай деп жауап қатты:
— მეგობარი ყოველთვის კარგია, სიკვდილის წუთებშიც კი. მე ძალიან კმაყოფილი ვარ მელიას მეგობრობით…
— Өлу керек болғанның өзінде досың болғаны жақсы ғой. Мен түлкі досым болғанына қуаныштымын…
„წარმოდგენაც არა აქვს მოსალოდნელ საფრთხეზე, — გავიფიქრე მე. — მას ხომ არასოდეს გამოუცდია შიმშილი და წყურვილი. მისთვის მზის სხივიც კმარა…“
«Ол төнген қауіпті дұрыс бағаламай тұр, — деп ойладым мен. — Оның қарны ешқашан ашқан да, өзі шөлдеген де емес. Аздап күн қыздырса болғаны…»
პატარა უფლისწულმა შემომხედა და ფიქრი გამაწყვეტინა:
Алайда, ол маған қарады да, менің ойыма жауап бергендей:
— მეც მწყურია… — მითხრა მან. — წამოდი, ჭა მოვძებნოთ…
— Мен де шөлдедім… Жүр, құдық іздейік…, — деді.
მე უიმედოდ ჩავიქნიე ხელი: რა აზრი ჰქონდა ალალბედზე ჭის ძებნას ამ თავლუწვდენელ უდაბნოში. მაგრამ მაინც გავუდექით გზას.
Ұшы-қиырсыз жапан түзде құдық іздеген миға қонымсыз нәрсе дегендей қолымды торыққан кейіппен сермей салдым. Дегенмен, біз жолға аттанып кеттік.
დიდხანს ვიარეთ ხმაამოუღებლად. დაღამდა. ცაზე ვარსკვლავები აენთნენ. წყურვილით ღონემიხდილი და გაოგნებული ძლივსღა ვარჩევდი ვარკვლავების ციმციმს. პატარა უფლისწულის სიტყვები მაინც მიტრიალებდა თავში.
Ұзақ уақыт бойы үнсіз жүріп келе жатқанда кеш батып, аспанда жұлдыздар жымыңдай бастады. Шөл қысып ыстығым көтеріліп келе жатқандықтан болар, мен жұлдыздарды түсімде көріп тұрғандай болдым. Кішкентай ханзаданың сөздері есімнен шықпай тұрып алды.
— შენც იცი, რა არის წყურვილი? — შევეკითხე მე.
— Демек, сенің де шөлдегенің ғой? — деп сұрадым одан.
Reklama